0
ცხოველთა უფლებების დასაცავად 26 იანვარს, 3 საათზე მერიის წინ "ცხოველთა უფლებების სახალხო ფრონტისგან" აქცია დაანონსდა. საქართველოში ცხოველთა მონიტორინგის სამსახური რომ ცუდად მუშაობს არახალი ამბავია. ამჯერად ლუნაზე უნდა მოგიყვეთ. ძაღლი რომელიც კავთისხევში კისტის ტყვიებით დაჭრილი იპოვეს, ძალიან კარგი ადამიანების მეშვეობით ცოცხალი და უვნებელი გადარჩა. პატრონის მოძებნაც მალევე მოხერხდა, რომელმაც ლუნაზე ზრუნვას საკმაოდ დიდი რესურსი შეალია: გაუკეთა აცრა, კასტრაცია და ემზადებოდა მის ოფიციალურად გასაფორმებლადაც. თუმცა, კი შეფარებიდან რამოდენიმე დღეში ლუნა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა თავისთან წაიყვანეს(კიდევ ერთი "კეთილი" ადამიანის ჩარევით), მაშინ როცა მის ოფიციალურად გასაფორმებლად ჯერ კიდევ 10 დღე იყო დარჩენილი. თავად მეურვის განცხადებით აბსოლიტურად ჯანმრთელი ძაღლი მიყვანიდან 2 საათში ისე დააძინეს, რომ მისთვის არანაირი სახის ანალიზი არ აუღიათ. ამავდროულად, ის მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმირებული საერთოდ არ იყო. დაგეგმილი აქციის მთავარი მიზანია მერისთვის წარსადგენი პეტიციისთვის ხელმოწერების შეგროვება.
#news
#events
0