ძველი კედები, დახეული ჯინსები, მეორადი ტანისამოსი და განადგურებული რეპუტაცია - ცოტა რამ კურტ კობეინზე

0
შეუდარებელმა ვოკალმა, დეპრესიულმა და მელანქოლიურმა ელემენტებმა, რომელიც ასე ნაცნობი და სახასიათო იყო ახალგაზრდა ვოკალისტისთვის, შეძლო მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიქცევა. კობეინი მსოფლიომ შეიყვარა. სამწუხაროდ მომღერალს ეს ნაკლებად აინტერესებდა, მისი ახალგაზრდობა თვითმკვლელობით დასრულდა. სიკვდილის წინ კურტმა ჩანაწერი გააკეთა - , , შვიდი წლის ასაკიდან მე მთელი კაცობრიობა მძულდა“. 1976 წლის ივნისში როდესაც მისი მშობლები გაშორდნენ, ახალგაზრდა კობეინმა თავის ოთახში კედელზე დაწერა:”მე მეზიზღება დედა, მე მეზიზღება მამა, მამას ეზიზღება დედა, დედას ეზიზღება მამა, ამის გამო შეუძლებელია უბრალოდ არ იყო მოწყენილი”. კობეინმა ყოველდღიურად დაიწყო ჰეროინის მიღება, რათა დაეხშო ძლიერი კუჭის ტკივილი. გავრცელებული ინფორმაციით ის ჰეროინზე დღეში 100 დოლარს ხარჯავდა. კურტმა მომავალი სიყვარული - კორტნი ლავი პირველად საკუთარ კონცერტზე იხილა. კორტნი ნამდვილად არ იყო ჩვეულებრივი, სწავლობდა გიტარაზე დაკვრას, წერდა სიმღერებს და მუსიკას, ჩამოაყალიბა მუსიკალური ჯგუფი , , The Hole”. მას უყვარდა, იღებდა ნარკოტიკებს და აწყობდა სკანდალებს. კურტისა და კორტნის რომანი თავდავიწყებასა და უაღრეს ლტოლვას გულისხმობდა. როცა კორტნი კურტმა ცოლად მოიყვანა, იგი უკვე ფეხმძიმედ იყო. კურტი ბედნიერი იყო: „მე ახლა ყველაზე ბედნიერი ვარ. როგორც იქნა მე ვიპოვე ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე მე მგავს და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის იგი – ქალია, კაცია, ჰერმაფროდიტი თუ აქლემი. მთავარი ის არის რომ ჩვენ ერთმანეთისთვის იდეალურები ვართ.“ კობეინი 24 წლის ასაკში ვარსკვლავი იყო. 27 წლის ასაკში კი - მკვდარი.
#music
#history
#world
#nirvana
0