0
⭕️ ცნობილი ვიდეოსერვისი Vine ახალი იერსახით ბრუნდება
#TechCloud
#TechCloudNews
#Technology
#TechnologyFeed
#TechFeedc
#Vine
#byte
2013 წელს გამოსული აპლიკაცია — Vine გახდა ნამდვილი ჰიტი და შექმნა მოკლე ვიდეოების ჟანრი, რომელმაც სამყაროს აჩუქა უამრავი ბლოგერი. თუმცა სამი წლის შემდეგ მან განიცადა ფიასკო და ვერ გაუძლო კონკურენციას Youtube, Instagram, Snapchat და სხვა სოციალური გიგანტების მხრიდან. ახლა კი Vine-ის თანადამფუძნებელმა წარადგინა ამ სოციალური ქსელის მემკვიდრე — byte. “ ძვირფასო მეგობრებო, დღეს ჩვენ ვაბრუნებთ 6-წამიან loop ვიდეოებს და ახალ პლატფორმას საზოგადოებისთვის.აპლიკაციას რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ ქვია byte.” — ნათქვამია დეველოპერების განცხადებაში. პერსპექტივაში დეველოპერები პირდებიან ჩაუშვან საპარტნიორო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც კონტენტის შემქმნელებს ექნებათ ანაზღაურება. ახალი აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია Google Play და App Store-ში. დარეგისტრირება კი შესაძლებელია Google account და Apple iD-ს მეშვეობით. ?მეტი პოსტის სანახავად ესტუმრე ჩვენ გვერდს
0