წუწუნი, როგორც უიმედობის მშობელი, როგორ დავძლიოთ ის?

0

გაუცნობიერებელი ჩივილი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. წუწუნი თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალებაა, რომელსაც სხვადასხვა მიზეზით მივმართავთ – ყურადღების მისაქცევად, პასუხიმგებლობის თავიდან ასარიდებლად, წარუმატებლობის გასამართლებად, შესაძლოა ძალაუფლების მოსაპოვებლადაც კი. აღმოჩნდა, რომ ერთი შეხედვით უწყინარი ჩივილი, შესაძლოა ტოქსიკურ მოვლენად გადაიქცეს და როგორც მთქმელს, ასევე მსმენელს საკმაოდ დიდი უსიამოვნებები შეუქმნას. მან შესაძლოა მუდმივი გაღიზიანება და დეპრესიაც კი გამოიწვიოს.

თუკი ქრონიკულად მომჩივანი ადამიანები გყავთ გარშემო, ეცადეთ თავი მათგან შორს დაიჭიროთ. თუმცა, თუ ამ პრობლემას საკუთარ თავში აღმოაჩენთ, მარტივი ხერხებით შეგიძლიათ სიტუაციის გამოსწორება: 1 შეცვალეთ ხედვა: სასურველი მიზნის საბოლოო სურათის ნაცვლად, გირჩევთ კონცენტრირება მის მისაღწევ გზებსა და ნაბიჯებზე მოახდინოთ. მეგობრებთან ისაუბრეთ სურვილების ასრულების კონკრეტულ გზებზე, და არა იმაზე, თუ რა გსურთ რომ იყოს. 2 გარდაქმენით პრობლემები მოქმედებად: სასურველი მიზნისკენ მიმავალ გზაზე ალბათ უამრავ პრობლემას შეეჯახებით. მათზე დაუსრულებლად საუბრის ნაცვლად, გირჩევთ გარშემომყოფებს პრობლემების გადალახვის კონკრეტულ ქმედებებზე ესაუბროთ, ამგვარად შესაძლოა მეტი მხარდაჭერა და სასარგებლო რჩევაც მიიღოთ. 3 წუწუნი ყოველთვის პოზიტიური განწყობით დაასრულეთ: ზოგჯერ, გვინდა უბრალოდ დავსხდეთ და ჩვენთვის ძვირფას და სანდო ადამიანებთან დაუსრულებლად ვიწუწუნოთ, რაც ნეგატიური ემოციებისა და ფიქრებისგან განთავისუფლების ერთ-ერთი საუკეთესო და თერაპიული საშუალებაა, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ, წუწუნის შემდეგ, შეხვედრა პოზიტიურ ტალღაზე დაასრულეთ. შეეცადეთ თქვენს ცხოვრებაში არსებული პრობლემების მიუხედავად, დაინახოთ, დააფასოთ და აღნიშნოთ დადებითი მოვლენები. 4 შეეცადეთ ნაკლებად გაკიცხოთ სხვები: ხშირ შემთხვევაში ჩვენი წუწუნის წყარო სხვა ადამიანები ხდებიან. ისინი, ვინც იმედები გაგვიცრუეს. რა თქმა უნდა მნიშნელოვანია გარშემომყოფებისთვის თქვენი ცხოვრების ნეგატიური გამოცდილებების გაზიარება, მაგრამ ამავდროულად გირჩევთ ყოველთვის დააყენოთ საკუთარი თავი სხვის ადგილზე. რაც უფრო მეტს ისაუბრებთ სხვის ცუდზე, ნაკლებად მიმზიდველი გახდებით სხვების თვალში.

#ჯანმრთელობა
#მედიცინა
#რჩევები #ტოქსიკურიურთიერთობები #წუწუნი
Tbilisi
#ჯანსაღიცხოვრება
0