Razer-მა ახალი კლავიატურა Huntsman Mini წარმოადგინა

0
კომპიუტერული პერიფერიის მწარმოებელმა კომპანია Razer-მა წარადგინა ახალი, ეგრედ წოდებული 60 პროცენტიანი კლავიატურა. ეს კომპაქტური აქსესუარი, სახელად Huntsman Mini-ა რომელსაც ციფრული ბლოკი არ აქვს, ღილაკების საერთო რაოდენობა კი 60 პროცენტამდეა შემცირებული ტიპიური კლავიატურებისგან განსხვავებით. კლავიატურას არ აქვს "F1-F2" ღილაკების რიგი, გარდა ამისა არც ე.წ. Numpad-ი.
სიახლე აღჭურვილია Razer Clicky Optical Switch-ის და Linear Optical Switch-ის ოპტიკური გადამრთველით, რომლებიც კლავიატურის გასააქტიურებლად არსებულ წონას და სიჩქარეს საზღვვრავენ. პირველ შემთხვევაში ეს შეადგენს 1, 55 მმ და 45 გრამს, ხოლო მეორე შემთხვევაში - 1 მმ და 40 გრამს. სიახლის სხვა კომპონენტებთან ერთად აღსანიშნავია ალუმინის კორპუსი და Razer Chroma-ს განათება, ასევე კლავიატურის მავთულის გამორთვის ფუნქცია. აქსესუარი წარმოდგენილია ორ ფერში შავში და თეთრში. ღირებულება კი დაახლოებით 120 დოლარს შეადგენს.
#razer
#technology
#science
#ტექნოლოგიები
0