Valorant-ის რიგებში KILLJOY დაემატება

0
Riot Games-მა ოფიციალურად წარმოადგინა Valorant-ის ახალი აგენტი KillJoy - უდარდელი გერმანელი გოგო - გენიალური გამომგონებელი, რომელიც გატაცებულია სხვადასხვა რობოტისა და საბრძოლო სპეცმოწყობილობების კეთებით.
 ავტორიზაცია რეგისტრაცია მთავარი Website Developer Contact Advertisement Posts | სტატიები Games | თამაშები Technologies | ტექნოლოგიები Platforms | პლატფორმები Video | ვიდეო         Action Valorant-ის რიგებში KILLJOY დაემატება eGamer Jul 30, 2020 - 12:01 1050                 Riot Games-მა ოფიციალურად წარმოადგინა Valorant-ის ახალი აგენტი KillJoy - უდარდელი გერმანელი გოგო - გენიალური გამომგონებელი, რომელიც გატაცებულია სხვადასხვა რობოტისა და საბრძოლო სპეცმოწყობილობების კეთებით.  KillJoy-ს სამი მთავარი უნარი დაკავშირებულია შემტევ ბოტებთან. შენიღბული ბოტ-ობობა თავიდან უტევს მოწინააღმდეგეს, რომელიც მოქმედების რადიუსში იმყოფება და შემდეგ ფეთქდება. ჯავშან მანქანა უტევს ყველა მოწინააღმდეგეს რომელიც მის წინ იმყოფება, რაც შეეხება "სკას" - მისი გამოყენება შეგიძლიათ ყუმბარის მსგავსად, რომლის აფეთქების შემდეგაც მოწინააღმდეგეებს ფუტკრების მსგავსი ნანობოტები შეუტევენ. KillJoy-ს "აბსოლუტური" ნიჭი ბლოკირებაა. გოგონა ქმნის ტალღას, რომელიც ყველა მოწინააღმდეგეს აჩერებს, თუმცა, რა თქმა უნდა მოწინააღმდეგეებს შეუძლიათ აღნიშნული მექანიზმის მწყობრიდან გამოყვანა. KillJoy თამაშში 4 აგვისტოს დაემატება, მისი "ფლეილისთის" მოსმენა კი Spotify-ზე შეგიძლიათ.
#egamer
#valorant
#games
#ახალიამბები
0