შეუფასებელი დანაკარგი დიდი საკალათბურთო ოჯახისთვის. 5X NBA-ს ჩემპიონი, 2X ფინალების MVP, 18X All star მატჩების მონაწილე და კიდევ ბევრი... ეს კობი ბრაიანტია. ადამიანი, რომლის თამაშის მანერა და ფილოსოფია 21-ე საუკუნის კალათბურთის ნამდვილ საფუძვლად იქცა. ძნელია მონახო სიტყვები, რომელიც მის თამაშის ხასიათსა და გავლენას ზუსტი სიტყვებით აღწერს.
Mamba Mentality, უკეთ რომ ვთქვათ, მენტალობა, რომელიც გაიძულებს გიყვარდეს ის რაც გტკივა, გახვიდე საკუთარი კომფორტის ზონიდან და იბრძოლო პირველობისთვის. ბრაიანტისთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ისტორიას დარჩა ცხვირგატეხილი კობის კადრები, რომელიც თამაშს აგრძელებს და ამბობს: "I loved it!"
კობის თვითმფრინავის ჩამოვარდნიდან ჯერ 24 საათიც არ არის გასული, თუმცა უკვე კარგად ჩანს თუ როგორ განიცდიან ამ ამბავს მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. ერთმანეთისთვის უცნობი ადამიანები აზიარებენ საკუთარ ემოციებს, განცდებს და იხსენებენ თუ როგორ შეუყვარდათ კალათბურთი კობის თამაშის ნახვის შემდგომ. ეს ხომ ის ადგილია სადაც ბევრი ჩვენგანი დილის 5ზე დგებოდა, 2009/10-11 წლების სუპერ ლეიკერსის ჩემპიონობის სანახავად. ბევრია ისეთიც, რომელიც კიდევ უფრო ადრინდელ 2000იანი წლების შაკის და კობის გამანადგურებელ დუეტს გაიხსენებს და სიამაყით იტყვის: "ეს ჩემი თაობის ლეიკერსია!"
კობისთან ერთად დაიღუპა მისი 13 წლის შვილი - ჯიანა, რომელიც ასევე კალათბურთელი იყო და მამის გზას მიუყვებოდა.
თქვენ რომელ მომენტს გამოარჩევდით Black Mamba-ს კარიერიდან?
#news
#sport