0
ამბავი იმის შესახებ თუ როგორ გავაკვირვეთ ბევრის მნახველი ბრიტანელი საქართველოში. გავაკვირვეთ, როგორც ამ სიტყვის კარგი, ისე ცუდი გაგებით. როუან კემპბელი ბრიტანელი ტურისტია, რომელიც მსოფლიოს გარშემო ველოსიპედით მოგზაურობს. მან აქამდე 11 ქვეყანა გაიარა და 7500 კილომეტრი დაფარა. თუმცა, საქართველოს დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მყოფს, ერთობ დამაბნეველი და პრობლემური სიტუაცია შეემთხვა. ველოსიპედი მოპარეს... იფიქრა, იფიქრა როუანმა და გამოსავალს ერთ საინტერესო Facebook ჯგუფში მიაგნო. Spend 4 Season in Georgia საკმაოდ კარგი პლატფორმა აღმოჩნდა მისი პრობლემის აუდიტორიამდე მისატანად. ბრიტანელმა ტურისტმა აღმოაჩინა რომ ამ ქვეყანაში ერთი-ორ ქურდბაცაცაზე წინ ათასობით გულითადი ადამიანი დგას, რომლებიც სტუმარს ისე აფასებენ, როგორც საკუთარ ოჯახის წევრს. შეწუხებულმა მოქალაქეებმა როუანს უამრავი საჩუქარი გაუკეთეს. საზოგადოებას არც ადგილობრივი კომპანიები ჩამორჩნენ: Bikes.ge-მ ახალი ველოსიპედი აჩუქა, Best Western Gudauri-მა კი ორი ღამე ადგილობრივ სასტუმროში. მოკლედ, მართლაც გავაკვირვევთ ეს კაცი. ცოტა კი ვანერვიულეთ, მაგრამ ვფიქრობ მაინც საკმაოდ კმაყოფილი დატოვებს საქართველოს: ახალი ველოსიპედითა და საინტერესო ისტორიებით აღსავსე. და თქვენ რა დაგმართნიათ ყველაზე უცნაური მოგზაურობის დროს?
0