დღეს კორონავირუსი მსოფლიოს წამყვან გამოცემებში ერთერთი მთავარი განხილვის თემაა. უახლესი ინფორმაციით კი უკვე შეიქმნა მისი საწინააღმდეგო ვაქცინაც, რასაც წამყვანი ჩინური ტელეარხები ადასტურებენ.
გასაკვირი არ უნდა იყოს რომ იგივე თემამ ვნებათაღელვა ქართულ საზოგადოებაშიც გამოიწვია. ეს ყველაფერი კი ვირუსის გავრცელების არეალის მიუხედავად, რომელიც ჩვენგან ათასობით კილომეტრით არის დაშორებული. ქვეყნის სამივე აეროპორტში მიმდინარეობს აქტიური მონიტორინგი წამყვანი სპეციალისტების მიერ. აღმოსავლეთიდან შემოსულ მგზავრებს აქტიურად უკეთდებათ მედ. შემოწმება და ურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები. ამ დროისთვის შემოსულთაგან არცერთს კორონავირუსისათვის დამახასიათებელი სინპტომები არ გააჩნია.
მაგრამ, აღნიშნულ პრევენციულ ზომებს დიდად არ ენდობა თავად ქვეყნის მოსახლეობა.
ამის ნათელი მაგალითია ჰუალინგის დასახლება, რომელიც 2012 წელს "თავისუფალი ეკონომიკური ზონის" ფარგლებში აშენდა და დღეს თბილისის ერთერთი ხალხმრავალი უბნის, ვარკეთილის დიდი ნაწილი უკავია. ბოლო რამოდენიმე დღის განმავლობაში აღნიშნულ ლოკაციაზე ხალხის მოძრაობა მკვეთრად არის შემცირებული. განსხვავებული, ხისტი დამოკიდებულებაა თავად ჩინელი ხალხის მიმართ, რაც ხშირ შემთხვევაში დისტანციის დაკავებით და უწმაწური, ქსენოფობიური გზავნილებით გამოიხატება.
ამ ყველაფრის აშკარად ჩანს მთავრობის მხრიდან შესაბამისი მობილიზაციის არ ქონა თავად ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ინფორმირებულობის გაზრდაში.
როგორ ფიქრობთ, არის საზოგადოება შესაბამისად ინფორმირებული კორონავირუსის შესახებ?
#news
#politics