მოგიხსენებათ ის , რომ თამარის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს სამეფო ტახტზე ადის ახალგაზრდა მეფე გიორგი მეოთხე ლაშა. ყველა ისტორიკოსი ლაშას ბუნებას აღწერს როგორც თავნებას. ანუ ის არ ემორჩილება არავის. შორეული თუნდაც ტენდენციური ისტორიული წყაროებიდანაც ჩანს, რომ ლაშა-გიორგი იყო დამოუკიდებელი პიროვნება. მოკლედ საქართველოს სამფო ტახტზე აღმოჩნდა ახალგზარდა ძალიან მამაცი, ნიჭიერი, ენერგიული და თავისუფალი ნების მქონე მეფე, რომელმაც დაიწყო ენერგიულად სამეფო ხელისუფლების გაძლიერებისთვის ბრძოლა.ლაშა-გიორგიმ დაიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება, მან დაიახლოვა დაბალი ფენიდან გამოსხული პირები. მას შემდეგ რაც გარდაიცვალა დავით სოსლანი (1204 -ან 1205 წ.წ) საქართველოს ასე ვთქვათ იმდროინდელი ძალოვანი ყველა მიმართულება აღმოჩნდა მხარგრძელთა ხელში. ამირსპასლარობა, მანდატურთუხუცესობა, ჩუხჩართუხუცესობა, მეჯინიბეთუხუცესობა, ამილახორთუხუცესობა, რაც მთავრია ეს ყველა ჩამოთვლილი თანამდებობა მხარგრძელთა გვარეულობამ მოიპოვა მემკვიდრეობითი ფლობით. ამას დაემატა თამარის წარმოუდგენელი საშინელი გადაწყვეტილება ათაბაგობის შემოღება. ათაბაგობა დაუპირისპირდა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის თანამდებობას, რომელი თანამდებობაც არ იყო მემკვიდრეობითი, ამ თანმდებობის მფლობელი აუცილებლად გამოდიოდა აზნაურთა უმდაბლესი და საშუალო ფენიდან, ამ თანმდებობის მფლობელი აუცილებლად უნდა ყოფილიყო ასევე საეკლესიო მსახური -ბერი, ყველაზე წარმატებული ღირსეული სუფთა უმწიკვლო პიროვნება. მჭიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის თანამდებობა ძალაუფლებით იყო მეორე მეფის შემდეგ. მას ემორჩილობდა დარბაზის ყველა თანმდებობის პირი. მის ხელში იყო ასევე სასამართლო ორგანო. მწიგნობართუხუცეს -ჭყონდიდელის თანამდებობის სიძლიერე იყო საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების სიძლიერე. თუმცა ათაბაგობის შემოღებით, რომელიც ასევე გახდა მემკვიდრეობითი წოდება , მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის თანამდებობა დაკნინდა და გამოეცალა ძალაუფლება, ის უბრალოდ ფორმალურ თანამდებობად დარჩა. ამას კიდევ დავუმატოთ ის, რომ მხარგრძელთა ხელში მემკვიდრეობით და სრული შეუვალობით მოექცა შემდეგი ტერიტორიები: ქვემო ქართლი; დღევანდელი მთელი სომხეთი; დღევანდელი ყარაბახი;ტერიტორია დღევანდელი საქართველოს და აზერბაიჯანის საზღვრის ზოლიდან დღევანდელი აზრებაიჯანის ქალაქ განძამდე; დღევანდელი თურქეთის ყარსის ოლქი. ასეთი მოცემულობის მქონე მხარგძელთა საგვარეულოს დაუპირისპირდა ლაშა გიორგი . იმ დროინდელ ახლო აღმოსავლეთში და კავკასიაში მხარგრძელებს უფრო დიდი სახელი ჰქონდათ ვიდრე საქართველოს ახალგამეფებულ მეფეს ლაშა გიორგის. ლაშა გიორგი იღებს წარმოუდგენელ გადაწყვეტილებას, მან ცოლად მოიყვანა " ველისციხელი აზნაურის ქალი" ლაშა გიორგის ცოლი არავისთვის წაურთმევია . მან ცოლად მოიყვანა დაბალი რაგნის ველისციხის მკვიდრი აზნაურის ქალი ცოლად , ამაში იგულისხმება აზნაურის შვილი . ამ აქტით ლაშა უპირისპირდება იმ დროინდელ საქართველოს სამეფოში მყოფ უმაღლეს ელიტას და იგი გვერდით იყენებს დაბალი წარმოშობის საზოგადოებას, როგორც ჩანს ლაშა იწყებდა დაბალი ფენის მეომართა წრეში და მოსახლეობაში თავისი ადგილის დამკვიდრებას. ანუ ლაშა გიორგი უშუალოდ დაუკავშირდა საქართველოს მოსახლეობის დაბალ და საშუალო ფენას. ლაშა ასევე იწყებს სწრაფ მოქმედებას და პოლიტიკის გადახედვას საქართველოს ყმადნაფიც ქვეყნებში . მას არ მოსწონს ყმადნაფიცი და მოხარკე ქვეყნების თავისუფლად აშვება, ასეთ დროს ლაშას გვერდით ჩანან შალვა და ივანე ახალციხელები. სწორედ ამ დროს მოულოდნელად საქართველოს საზღვრებში შემოვიდა 30 000 მონღოლური მხედრობა და მასთან ერთად ადარბადაგანის , განჯის და სხვა ყმადნაფიცი ქვეყნების გაერთიანებული მხედრობა. ანუ საქართველოს უშუალო ტერიტორიაზე შემოვიდა დიდი არმია , რომლისგანაც ხიდან ფოთოლიც არ ჩამოვარდნილა საქართვლოს ყმადნაფიც ქვყნებში. როგორ მოხდა ის, რომ 30 000 - იანმა ურდომ ისე შემოაღწია საქართველოში, რომ საქართველოს ირგვლივ მყოფ მოხარკე და ყმადნაფიც ქვეყნებში უნებართვოდ არავისთვის გაუციათ ხმა. აქედან ჩანს, რომ მონღოლთა არმიის მოკავშირეები გამოდიან საქართველოს ყმადნაფიცი და მოხარკე ქვეყნები, რომლებთაც ირანის ტერიტორიაზე გამოჩენილი 30 000 მონღოლური არმიის დახმარებით სურდათ საქართველოს მპყრობელობიდან თავის დაღწევა. ეს მოულოდნელი შემოსვლა საკმაოდ დიდი არმიის ძალიან მოულოდნელი იყო საქართველოსთვის. მონღოლებთან 3 შეტაკება მოახდინა საქართველოს მონაპირე(მესაზღვრე) ჯარებმა, რომლებიც სასტიკად დამარცხდნენ , შემდეგ ლაშა გიორგი გამოვიდა მთვარი არმიით, რომელიც ასევე დამარცხდა მონღოლებთან , თუმცა შემდეგ ხდება წარმოუდგენელი რამ, ლაშა გიორგიმ სწრაფად მოახდინა ახალი არმიის ფეხზე დაყენება 90 000 მეომრის , აი ამ არმიასთან შეტაკება კი მონღოლებმა შეუძლებლად ჩათვალეს და მივხდნენ , რომ ისენი სასტიკად დამარცხდებოდნენ, ყველამ დაინახა, რომ საქართველოს ყავდა არა მშიშარა მეფე არამედ ძალიან შეუპოვარი მეფე, რომელსაც გაგონება არ უნდოდა მარცხის. ამ ქართულ არმიას მონღოლბი გაექცნენ . ტყუილია ის, რომ ლაშა გიორგი დაიჭრა და ჭრილობის გართულების გამო გარდაიცვალაო. ლაშა გარდაიცვალა მონღოლებთან შეტაკებიდან 2 წლის შემდეგ , ბაგავანს(ბაქოში) სადაც მას დაწყებული ჰქონდა სადამსჯელო ქმედება ყმადნაფიცი და
მოხარკე ქვეყნების მიმართ. ლაშა გიორგის გარდაცვალება ისტორიული კვლევებითაც ჩანს, რომ იყო აბსოლიტურად მოულოდნელი. ლხინის დროს ახალგაზრდა მეფე მოულოდნელად ცუდად გახდა და 1 თვეც კი არ უავადმყოფია და გარდაიცვალა. არის ვერსია, რომ ის მოწამლა მხარგრძელთა დასმა. მის ნაცვლად აიყვანეს ტახტზე უღირსი პიროვნება რუსუდანი, რომელიც ნამდვილად საზიზღარი ბუნების ადამიანი იყო, ოქროზე და დიდებაზე დახარბებული. რუსუდანი იყო ძალიან მერყევი ბუნების პატრონი, მისი მართვა ძალიან მარტივი იყო. რუსუდანის ქმრად მოიყვანეს რუმის სულთნის თორღულ შაჰის ძე მოღის ედ -დინი , რომელიც იყო აღმსარებლობით მაჰმადიანი, რომელიც შემდეგ ქრისტიანად მონათლეს და გააყოლეს რუსუდანი, თურქი მეფისწული ასევე რუსუდანის მსგავსად იყო სიმდიდრეზე და ძალაუფლებაბზე დახარბებული ძალიან მერყევი ბუნების პიროვნება და ნამდვილი ეგოისტი, შურიანი და პათოლოგი. მოკლედ საქართველოს სათავეში აღმოჩნდა რუსუდანი და მოღისი(რუსდანის და მოღისის შვილი არის დავით ნარინი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა იმერთის ბაგრატოვანთა შტოს) . ამ პერიოდში დაიწერა მეტად საყურადღებო ლეგნდა მხარგრძელებეზე, თითქოს მხარგრძელბი იყვნენ მოსულები ერაყიდან და ისენი იყვნენ ერთადერთი გადარჩენილი შთამომავლობა აქემენიდური დინასტიის ერთ - ერთი შტოს. აქ კი ჩნდება შემდეგი მოცემულობა : საქართველოს სამეფოს ტახტზე ზის უღირისი ქალი მეფე რუსუდანი, მას ქმრად ყავს უღირისი პიროვნება მოღისი, მხარგრძელებს თამარისგან აქვთ მიღებული საკმემკვიდრეოდ სამუდამოდ უდიდესი სიმდიდრე, უდიდესი ძალუფლება, ისენი ფლობდნენ უდიდეს ტერიტორიას სამემკვიდრეოდ და მათ არ აქვთ მხოლოდ მეფის ტიტული და ისნი არ იყვნენ სახელმწიფოს მფლობელბი , თუმცა ისენი თურმე არიან აქემენიდთა შთამომავლები ასე, რომ მეფის და დამოუკიდებელი პოლიტიკური სტატუსის მისაღებად იდგა შესანიშნავი ვითარება. თუმცა მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა ეს გეგმა მხარგრძელებს გაუნადგურა, ჯერ ჯალალ ედ დინის შემდეგ მონღოლთა ახალი დაპყრობითი ომის დაწყებით. საინტერესო ის, არის, რომ მონღოლბის დროსაც ჰქონდათ მათ მცდელობა , რომ მონღოლებს მხაგრძერლები ეღიარებია ტერიტორიასთან ერთად დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად , თუმცა მხარგრძელთა ძალაუფლბას ბოლო მოუღო მესხმა დიდაზნაურთა საგვარეულომ ციხისჯვარელებმა P.S. საქართველოს სამეფო არ დაცემულა ლაშა -გიორგის დროს! საქართველოს სამეფო დაეცა რუსუდანის , მოღისის და მხარგრძელთა ბოგონის დროს!