ქუთაისის მშენებარე უნივერსიტეტთან წულაიამ ბოქლომი და ჯაჭვი მიიტანა

0
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტერთან მორიგი პერფორმანსი გამართა. წულაიამ უნივერსიტეტთან ბოქლომი და ჯაჭვი მიიტანა. მისი თქმით, ხელისუფლებამ ქუთაისიდან ყველა უწყება წაიღო და ქუთაისი მხოლოდ მშენებარე უნივერსიტეტის იმედად დატოვა. წულაიას თქმით, ის ბოქლომსა და ჯაჭვს ივანიშვილს გაუგზავნის, რათა ქუთაისი საბოლოოდ დაკეტოს. პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარის თქმით, "ოცნება" უნივერსიტეტს პარლამენტის საპირწონედ აშენებდა, თუმცა, ტერიტორიაზე სამუშაოები დასრულებული არ არის და არც დაპირებული ჭაობი დააშრეს, რომელიც ახლა მწერების ბუდედაა ქცეული. "უნივერსიტეტი თავდაპირველად 60 000 სტუდენტიანი უნდა ყოფილიყო, შემდეგ გახადეს 3 000 სტუდენტიანი. ქუთაისში იყო სემეკი, კონტროლის პალატა, აუდიტის სამსახური, საგზაო დეპარტამენტი, პარლამენტი, აეროპორტი-ამ ყველაფერს მოკიდეს ხელი და წაიღეს თბილისში. ქუთაისში იყო პარლამენტი, თურმე, რომლის საპირწონეთაც უნივერსიტეტი შენდებოდა. ქუთაისი დატოვეს ამ უნივერსიტეტის იმედად, რომელიც არავინ იცის როდის დასრულდება. აქ მაქვს ბოქლომი და ჯაჭვი და მოვუწოდებ ივანიშვილს, დაადოს ქალაქს და დაისვენებს მოსახლეობაც და ივანიშვილიც, რადგან მან ქალაქს განვითარების სხვა გზა არ დაუტოვა, "-განაცხადა გოგი წულაიამ. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#სიახლე
#გოგიწულაია
#ქუთაისი
#kutaisidaily
წყარო - radiodk.ge
#პოლიტიკა
#ახალიამბები
0