საქართველოს მოსახლეობის 70%-ს საშუალოსტატისტიკურ მაჩვენებელზე დაბალი ანაზღაურება აქვს. ამის განმაპირობებელ ფაქტორად რამოდენიმე მომენტი შეიძლება განვიხილოთ:
1) კონკურენცია - დასაქმებულთა ბაზარზე პრაქტიკულად არ არის ისეთი სახის კონკურენცია, რომელიც კომპანიებს შესაბამისი პირობების შექმნისაკენ მოუწოდებს.
2) მივიწყებული პროფესიები- საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ ადამიანები: მეტალურგის, მანქანათმშენებლის, ქიმიკოსის და კიდევ სხვა მრავალი პროფესიებით, რომლებიც ჩვენთან დღეს ნაკლები პოპულარობით სარგებლობს. შესაბამისად, იგივე ადამიანებს უწევთ სხვა, მათი პროფესიისგან განსხვავებული სამუშაოს შესრულება, რაც ხელფასზე პირდაპირპროპორციულად მოქმედებს.
3) უპასუხისმგებლობა და მინიმალური ხელფასის არ არსებობა - კომპანიების უმეტესობა არ გრძნობს პასუხისმგებლობას საკუთარი დასაქმებულის მიმართ, მაშინაც კი თუ ეს უკანასკნელი მასთან რამოდენიმე წლის განმავლობაში მუშაობს. ასევე, არ არსებობს მინიმალური ხელფასის ის ბარიერი, რაც კომპანიებს დასაქმებულთან მიმართებაში გარკვეულ სტანდარტს დაუწესებს.
თქვენ რას დაამატებდით?
#news
#opinion