0
რას ნიშნავს იყო მაღაზიის კონსულტანტი საქართველოში?  არასტაბილურ ხელფასი პლუს სიცოცხლისთვის სახიფათო სიტუაციების ყოველდღიურობა.  რატომ?! იმიტომ, რომ სუპერმარკეტებისთვის თქვენ, როგორც კონსულტანტი მხოლოდ დაბალი იერარქიის მუშახელთან ასოცირდებით. ისინი პირდაპირი მნიშვნელობით იყენებ სტუდენტებს, რომლებიც ახალი ცხოვრების დაწყებისთვის შესაბამის ფინანსებს საჭიროებენ.  სამომავლოდ აუცილებლად შევეხებით ისეთ დიდ პრობლემებს, როგორებიცაა ვადაგასული პროდუქტის გაყიდვა და პროდუქტზე ფასის რეგულარული ზრდა. პრობლემებს, რომლებსაც მომხმარებელს შპს “ნიკორა”, “SPAR GEORGIA”, “ორი ნაბიჯი” და “ფრესკო” თავისივე ინიციატივით უქმნიან. თუმცა,  როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ზემოთ ჩამოთვლილი დაბრკოლებები ამ მომენტში ყოვლად მეორეხარისხოვანია. 30.12.2019 და 27.01.2020 - ორი დაჭრილი კონსულტანტი, ორივე სუპერმარკეტების ქსელ “SPAR GEORGIA-ში”. ეს ორნი ერთმანეთისგან იმით განსხვავდებიან, რომ მეორეს გაუმართლა და გადარჩა, პირველს არა. 21 დღიანი ბრძოლის შემდეგ მათე ჯომიდავა სიკვდილთან უშეღავათო ბრძოლაში დამარცხდა. ის ამ დროს სულ რაღაც 19 წლის იყო. რას ფიქრობს SPAR-ის მენეჯმენტი? შესუქებული ჯიბეებით სპეციალიზებული(და ამას სპეციალურად ვამბობთ) დაცვის თანამშრომლების დაქირავებაზე ზრუნვის მაგივრად, ისინი აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორი მნიშვნელოვანი აქტივია თანამშრომლები და როგორ ზრუნავენ ისინი მათზე.  “ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს”, ეს ხომ ის კომპანიაა ყოველდღიურ ზარალს ფილიალის თანამშრომლების ხელფასის ხარჯზე რომ ინაზღაურებს. მოკლედ, SPAR GEORGIA-ს, როგორც ორგანიზაციას ადეკვატურობა დიდი ხანია დაკარგული აქვს. ვნახოთ, რამდენი ხანი გაძლებს ეს სუპერმარკეტების ქსელი მსგავსი რეპუტაციით. ერთი, რაც დანამდვილებით შეგვიძლია გითხრათ და გისურვოთ არის ეს:  2020 წელს რაც შეიძლება ნაკლებ SPAR Georgia-ს გისურვებთ!
#opinion
0