წლების წინ, როდესაც ხელოვნების სფეროში გამოჩმდა კინო და დაიწყო მისი განვითარება, გამოიყო ადამიანთა ის კატეგორია, რომელმაც მას განვითარება არ უწინასწარმეტყველა, - ეკრანულ გამოსახულებას დიდი დრო არ უწერიაო. თუმცა მათდა სამწუხაროდ და ჩვენდა საბედნიეროდ ეს ვარაუდი არ გამართლდა და კინომ ყველა ჩვენთაგანის ოჯახში შემოაღწია.
ახლა, XXI-ე საუკუნეში კი ფიქრობენ, რომ თეატრის მოყვარულებს კინო არ შეიძლება მოეწონოთ. ამ უკანასკნელის გასაბათილებლად კი გირჩევთ 15 ფანტასტიკურ ფილმს, რონელიც ძალიან მოგეწონებათ, განსაკუთრებით მაშინ თუ თეატრზე ხართ შეყვარებული.
Clue
საიდუმლოს გასაღების პოვნა შეიძლება მრავალფეროვან სადილზე შეკრებილ სტუმრებს შორის, თავის მასპინძელთან მისტერ ბოდისთან ერთად, რომელიც ცოცხალი აღმოჩნდა მისი საიდუმლოს გამჟღავნების შემდეგ. მას აშანტაჟებდა ყველა მათგანი. მკვლელი მათ შორისაა.
(ლინკი: )
Heathers
ვერონიკა და ჯეისონი შეყვარებულები არიან, ვერონიკას არ მოსწონს სამყარო თავის გარშემო, რის შესახებაც მოსაზრებას ჯეისონს უზიარებს, ყმაწვილი პრობლემის გადასაჭრელად რადიკალური ზომების მიღებას სთავაზობს.
( ლინკი:
https://www.adjaranet.com/movies/5035/Heathers )
Death Becomes Her
ფილმის მთავარი გმირი მსახიობი მადელინი - თავის დაქალს ჰელენს საქმროს წაართმევს - ცნობილ პლასტიკურ ქირურგს. რამდენიმე წელიწადში ჰელენი, გასუქებული და სულიერად ცარიელი, საგიჟეში ხვდება, სადაც ბოლოს და ბოლოს მოდის აზრზე და გადაწყვეტს შურისძიებას. მის ხელში ჯადოსნური ელექსირი ჩავარდება, რომელიც ახალგაზრდობას და სილამაზეს ჩუქნის. ყოფილი დაქალები თავის სულებს გაყიდიან მარადისობის სანაცვლოდ.
( ლინკი: )
The First Wives Club
სამი კოლეჯის მეგობარი თითქმის 30-წლიანი განშორების შემდეგ კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს. იმის მიუხედავად, რომ მათი გზები გაიყარა, ძველი მეგობრების ცხოვრება თითქმის ერთნაირად წარიმართა: სამივენი წარმატებულად გათხოვდნენ და ცოტა ხნის წინ გასცილდნენ მეუღლეებს ახალგაზრდა ლამაზმანების გულისთვის. ახლა კი სამივენი ერთად გადაწყვეტენ პირველი ცოლების კლუბი შექმნეს და ყოფილ მეუღლეებზე შური იძიონ.
(ლინკი: )
Soapdish
(ლინკი:
Some Like It Hot
ორი მუსიკოსი მკვლელობის მოწმე ხდება და ქალაქიდან გაპარვას ჩქარობს, სანამ ისინი განგსტერებს არ უპოვნიათ. ერთადერთი გამოსავალია ქალთა მუსიკალურ ჯგუფს შეუერთდნენ, რომელიც გასტროლებზე აპირებს გასვლას. ამისათვის, მათ ჯერ ისე უნდა ჩაიცვან, რომ გოგონებს დაემსგავსონ, შემდეგ თავიანთი ვინაობა საიდუმლოდ შეინახონ და შეეცადონ პრობლემებს გაუმკლავდნენ. ამასობაში, ისინი გაიცნობენ ჯაზ-ბენდის მომღერალ მიმზიდველ გოგონას და მდიდარ და დაჟინებულ თაყვანისმცემელს.
(ლინკი:
Romeo + Juliet
შექსპირის შეუდარებელი პიესა თანამედროვე თვალთახედვით. ვერონა უზარმაზარი მეგაპოლისი გახდა, მანტეფი და კაპულეტი მაფიოზურ დაჯგუფებებად გადაიქცნენ და ცეცხლსასროლი იარაღით უპირისპირდებიან ერთმანეთს ქალაქის ქუჩებში.მაგრამ რომეო და ჯულიეტა მოზარდებად დარჩნენ, შექსპირის სიტვები კი ქუჩის მებრძლებისგან გაისმის და ნარკომანებისგან. დრო იცვლება, ადამიანები იცვლებიან, ნამდვილი სიყვარული კი – მარადიულია...
(ლინკი: )
Steel Magnolias
ლუიზიანას შტატის პატარა ქალაქში ტრუვი სილამაზის სალონის მფლობელია. ფილმში მოთხრობილია აქ მცხოვრები ექვსი ქალბატონის საოცარი ისტორია.
(ლინკი: )
Lady Bird
უფროსკლასელის ისტორია, რომელმაც ერთი წელი გაატარა საკრამენტოში. მთავარი გმირი ცდილობს გაიქცეს მისი პატარა მშობლიური ქალაქიდან, მისი უფროსი ნახევარძმის დახმარებით.
(ლინკი: )
Tootsie
უმუშევარ მსახიობს მძიმე ხასიათის გამო ცუდი რეპუტაცია აქვს და საპნის ოპერაში როლის მისაღებად ის ქალის ტანსაცმელს გადაიცვამს.
(ლინკი: )
All About Eve
ბროდვეის ხანშიშესულ ვარსკვლავს მარგო ჩენინგს ყველაფერი ჰქონდა: წარმატება, მეგობრები, ახალგაზრდა საყვარელი. მორიდებული და მშრომელი ევა მისი დამხმარე გახდება, რომელმაც მარგოს ყველა სურვილი უნდა შეასრულოს. ყველაზე მალე მიხვდება იმას, რომ ევას ამოძრავებს სურვილი "ახალი მარგო ჩენინგი" გახდეს. ცინიკოსი თეატრალური კრიტიკოსი ადისონ დე ვიტი, ის გადაწყვეტს დაეხმაროს ახალგაზრდა მსახიობს. ის მისი ბეჯითი მოსწავლე გახდება და მიაღწევს დასახულ მიზანს – გახდება ცნობილი მსახიობი.
(ლინკი: )
Mommie Dearest
ცნობილი მსახიობის ჯოან კროუფორდის ცხოვრების ისტორია.
(ლინკი: )
Moonstruck
შერი ლორეტას როლში საოცრად მხიარული, არაჩვეულებრივი და ლამაზია. მას ქორწილი აქვს რამოდენიმე კვირაში, ამ დროს კი მას უიმედოდ უყვარდება საქმროს უმცროსი ძმა.
(ლინკი: )
Birdman
სიუჟეტი ყოფილი მსახიობზე მოგვითხრობს, რომელმაც წარსულში პოპულარული სუპერგმირის როლი შეასრულა და ახლა გადაწყვიტა მონაწილეობა მიიღოს ბროდვეის სპექტაკლში, იმისათვის რომ დაიბრუნოს ძველი პოპულარობა და დიდება.
(ლინკი:
9 to 5
ჯენიფერი ჯიუტი დანაშაულებების გამშუქებელი რეპორტიორია, რომელიც ცხოვრების მთავარ დავალებას იღებს: აღმოაჩინოს შობის ნამდვილი მნიშვნელობა.
(ლინკი: )
ავტორი: ანი კვარაცხელია
Jgali
#ხელოვნება
#ახალიამბები