ახალგაზრდას, რომელიც ფოთში გაუჩინარდა, უკვე 6 თვეა ეძებენ

0
ფოთში ახალგაზრდა გაუჩინარდა - უკვე 6 თვეა, ქალაქში 35 წლის ირაკლი ჯაბუას ეძებენ. ის 31 იანვარს სახლიდან სამსახურში დედამ გააცილა. ოჯახის ინფორმაციით, გაუჩინარებული ახალგაზრდა გადამზიდავ კომპანიაში მძღოლად მუშაობდა, სამსახურში გამოცხადებიდან ორ საათში, ტრაილერი რიონის პირას საქსპორტოდ გადასაყვანი მანქანებით დატვირთული იპოვეს, თვად ჯაბუას კი ამ დრომდე ეძებენ. „ყველას ვთხოვ, რომ უფრო ყურადღებით მოძებნონ ჩემი შვილი. 6 თვეა, დაკარგული მყავს შვილი. წააგო ფული და გაიქცა სახლიდან. პატარა თანხა წააგო. ადრე თამაშობდა. ბოლოს 31 იანვარს ვნახე ჩემი შვილი, მერე არ მინახავს. ყველა საბუთი დატოვებული აქვს. არ ვიცი, რა ვიფიქრო. არაფერს არ გამოვრიცხავ", - აცხადებს, დაკარგული კაცის დედა, დინარა ჯაბუა. ახალგაზრდას ოჯახი სამძებრო სამუშაოების განახლებასა და ახლობლების თავიდან გამოკითხვასა ითხოვს.
0