დამატებით არც ერთი დეტალი მითქვამს - ქაშიაშვილის გამოკითხვა დასრულდა

0
დამატებით არც ერთი დეტალი მითქვამს - შინაგან საქმეთა სამინისტროში "შაბათის ფორმულას" წამყვანის დავით ქაშიაშვილის გამოკითხვა დასრულდა. უწყებიდან გამოსვლის შემდეგ ქაშიაშვილმა თქვა, რომ გამოძიებისთვის თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან და მის წყაროსთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ უთქვამს. "დამატებით არც ერთი დეტალი მითქვამს. ვისარგებლე პროფესიული, ალბათ, უფრო ვალდებულებითა და ეთიკით, რადგან არსებობს ძალიან მაღალი საფრთხე წყაროს გამჟღავნებისა. წყარო არის სანდო, გადამოწმებული და არის საგამოძიებო უწყებიდან. კითხვა საერთოდ არ დასმულა, უბრალოდ, მე და ადვოკატმა განვუმარტეთ, რომ ამ მიზეზების გამო, დამატებით ინფორმაციას ვერ გავცემდით. ამის საშუალება რომ მქონოდა, ჩვენსავე რეპორტაჟში მოვყვებოდით. წყაროს მოწოდებული მთელი რიგი საკითხები ეთერში არ ვთქვით", - აღნიშნა ტელეწამყვანმა.
0