,,ვინც დაიკვეთს არა ნაკლებ 20 ბოთლისა ქუთაისში მიტანას ფირმა კისრულობს"

0
ფილიპე ჭელიძემ ლიქიორ–არყის წარმოება გიორგი ბოლქვაძის ლიქიორ–არყის საწარმოში შეისწავლა, სადაც 12 წელი დაჰყო. ამის შემდეგ, შამპანური ღვინის წარმოებას დაუფლებია ფრანგ შამპანისტ ვიქტორ ტიებოსთან, რომელიც ქუთაისში ოლდენბურგის ღვინის ქარხანაში მუშაობდა. ფილიპე ჭელიძემ, როგორც პრაქტიკანტმა, ამ საწარმოშიც რამოდენიმე წელი დაჰყო. ამის შემდეგ, მან ტიებოსაგან სპეციალური დანადგარები შეიძინა და მიწის ნაკვეთიც იყიდა. 1895 წელს ააშენა ქარხანა ლიქიორისა და ღვინის საწარმოებლად, ხოლო ქარხნის მიმდებარედ მაღაზია მოაწყო, სადაც თავის პროდუქციას ყიდდა.
ფილიპე ჭელიძის ფირმამ "კოლხიდა", რომელიც უახლესი მანქანა–დანადგარებით იყო აღჭურვილი, დიდ წარმატებას მიაღწია – ყოველწლიურად, 15 000–მდე ლიტრ იმერულ შამპანურ ღვინო "თამარ მეფე"–ს, 100 000–მდე კასრ სუფრის ღვინოებს და 15 000–მდე კასრ ლიქიორს აწარმოებდა. საფირმო პროდუქცია, გარდა კავკასიის ქვეყნებისა, რუსეთშიც იგზავნებოდა – უმეტესად, ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში. ფილიპე ჭელიძის ფირმას საერთაშორისო გამოფენაზე 11 ჯილდო და არერთი მედალი აქვს მიღებული. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#ისტორია
#პიროვნება
#შამპანიური
#kutaisidaily
#ხელოვნება
#პოლიტიკა
#ახალიამბები
0