0
ლუდი კორონა, როგორც კორონა ვირუსის გამავრცელებელი... დიახ! Google trends-ის მონაცემების მიხედვით მსოფლიოში 100 მილიონზე მეტი ადამიანი ეძებს ინფორმაციას “Corona beer virus”-ის შესახებ. შესაბამისად, უკვე არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც ჰგონიათ რომ დაავადების გავრცელების მთავარი მიზეზი სწორედ ეს მექსიკაში წარმოებული ლუდია. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საზოგადოებაში ინფორმაციული ვაკუუმია, თუმცა ამ შემთხვევაში ოდნავ განსხვავებულ სიტუაციასთან გვაქვს საქმე. აღნიშნულში Google-ის საძიებო სისტემამაც თავისი წვლილი შეიტანა. სიტყვა Corona-ს ძებნისას ერთ-ერთი პირველი რაც თქვენ შესაძლო ვარიანტებში ამოგივარდებათ, სწორედ ლუდი “კორონაა”. აქედან წამოვიდა მომხმარებლის შესაბამისი რეაქციაც, რომელიც აღნიშნული ლუდის ვირუსთან გაიგივებას გულისხმობს.
#news
0