რენესანსის ეპოქის ქალი მხატვრები, რომელთა შესახებაც ჯერ არ გსმენიათ

0
საბერძნეთში მოპოვებული უძველესი ჩანაწერების მიხედვით, ქალი მხატვრების სახელები ხშირად იმალებოდა. თუმცა არსებობდნენ ქალები, რომლებმაც გაბედეს და საკუთარი ნამუშევრები, როგორც მხატვრებმა ისტორიას უსახსოვრეს. ეს ქალბატონები სამხატვრო განათლებას მხოლოდ მხატვარი მამის სახელოსნოებიდან ეცნობოდნენ, სხვანაირად მათთვის განათლების მიღება უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. ქვემოთ გაგაცნობთ, რამდენიმე მათგანს, რომლებიც რენესანსის ეპოქაში მოღვაწეობდა. Sofonisba Anguissola (1532-1626) - მოღვაწეობდა იტალიაში, თავდაპირველად ის მხოლოდ ხელოვნების შესწავლით იყო დაკავებული, თუმცა მალევე გაუჩნდა სურვილი, რომ თავად შეექმნა ხელოვნება. მიუხედავად იმისა, რომ მას დიდი პრობლემები ხატვის შესწავლისას არ შექმნია, მაინც იყო ერთი აკრძალვა, კერძოდ, მას არ შეეძლო ანატომიის შესწავლა და შიშველი სხეულების ხატვა, რაც მისი სქესით იყო განპირობებული. 1554 წელს იგი მიქელანჯელოს ხვდება, რის შემდეგაც იწყება მათ შორის ჩანახატების სისტემატური გაცვლის სახით სწავლება. Artemisia Gentileschi (1593–1652) - იტალიელი მხატვარი, რომელიც ბოროკოს სტილში ხატავდა. დაიბადა მხატვრის ოჯახში, თუმცა მისი ცხოვრება სავსე იყო ტრაგიზმითა და უამრავი დაბრკოლებით. არტემისიას მამამ მალე შეამჩნია ის ტალანტი, რომელიც მის ქალიშვილს ხვდა წილად, ამიტომ მისთვის კერძო მასწავლებელი მოიწვია ხატვის შესასწავლად, თუმცა ახალგაზრდა მასწავლებელმა არტემისია გააუპატიურა სხვა კაცის დახმარებით. მიუხედავად ყველაფრისა, მან მოახერხა გამხდარიყო პირველი ქალი მხატვარი, რომელსაც იმდენივეს უხდიდნენ და ისევე აფასებდნენ, როგორც იმ დროინდელ მამაკაც მხატვრებს. Adélaïde Labille-Guiard (1749-1803) - ფრანგი მხატვარი, რომელიც ძირითადად პორტრეტებს ქმნიდა. მიმდინარეობა: როკოკო, ნეოკლასიციზმი. ადელაიდა პირველი ქალი მხატვარი იყო, რომელიც პარიზის სამეფო სამხატვრო აკადემიაში მიიღეს. თუმცა, აქამდე მისასვლელი გზა არ ყოფილა მისთვის ადვილი. ახალგაზრდა მხატვარს ცილი დასწამეს, რომ ის საკუთარი მასწავლებლის ნახატებს ასაღებდა მისად, ასევე დაადანაშაულეს სექსუალურ აღვირახსნილობასა და დაუკმაყოფილებლობაში. საბედნიეროდ, ადელაიდას გვერდით ედგა სამხატვრო აკადემიის ხელმძღვანელის მეუღლე - გრაფინია, რომელიც მას პრობლემების გადახალვაში ეხმარებოდა. 1783 წელს, ადელაიდამ პარიზში პირველი ქალთა სამხატვრო სკოლა დაარსა, და პირველივე წელს 9 ქალი - მოსწავლე მიიღო.
#art
#painters
#history
#world
#woman
0