ჩოხატაურში ავარიას მიკროავტობუსის მძღოლის სიცოცხლე ემსხვერპლა

0
ავტოსაგზაო შემთხვევას მიკროავტობუსის მძღოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით ფორდის მარკის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს დაეჯახა. შსს-ს ცნობით მომხდარზე გამოძიება აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
0