ამპარტავანი ჟურნალისტი და ყიფიანის ღირსეული პასუხი!

0
1981 წელს თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელებმა ლონდონში ადგილობრივი „ვესტ ჰემი“ 4:1 რომ გაანადგურეს, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციას მთავარ მწვრთნელ ერთად დათო ყიფიანიც ესწრებოდა. საკუთარი გუნდის მარცხით გამწარებულმა ჟურნალისტმა დათოს უთხრა: მართალია, გაიმარჯვეთ, მაგრამ ისეთ ქვეყანაში ცხოვრობთ, ვიცი, ცოტას გიხდიან და მშიერი რომ არ დარჩეთ, ჩვენთან გადმობარგდით სათამაშოდო. შემდეგ კი დამამცირებლად, ორმოცდაათფუნტიანი კუპიურა გაუწოდა... დარბაზი გაისუსა. დათომ ჟურნალისტს კუპიურა გამოართვა. ჯიბიდან კალმისტარი ამოიღო, ხელი მოაწერა კუპიურაზე და უკან დაუბრუნა. თქვენ კი ისეთ ქვეყანაში ცხოვრობთ, სადაც ძალიან ადვილია, უმუშევარი დარჩეთ და შიმშილით რომ არ მოკვდეთ, ეს კუპიურა გაიხსენეთ, ათმაგ ფასში გაგეყიდებათ. ეს კი პირველ ხანებში, პურის ფულად გეყოფათო...
0