„საბურთალომ“ გიორგი შაქარაშვილის სახელობის სტადიონი გახსნა

0
„გუნდის გადაწყვეტილებაა, რომ ამიერიდან „საბურთალოში“ 21-ნომრიანი მაისური სამუდამოდ გიორგი შაქარაშვილს მიეკუთვნება და მისი მაისური საკლუბო მუზეუმში შეინახება“, – ეს „საბურთალოს“ პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა იოსებიძის ქუჩაზე გიორგი შაქარაშვილის სახელობის სტადიონის გახსნაზე განაცხადა. გიორგი შაქარაშვილის სახელობის სტადიონი ოფიციალურად დღეს გაიხსნა – გარდაცვლილი ფეხბურთელის სახელი იოსებიძის ქუჩაზე მდებარე „საბურთალოს“ საფეხბურთო აკადემიის ერთ-ერთ სტადიონს მიანიჭეს. გახსნას „საბურთალოს“ ხელმძღვანელები, გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრები, მეგობრები და თანაგუნდელები ესწრებოდნენ.
0