0
⭕️ Electronic Arts-ი მუშაობს The Sims-ის ონლაინ ვერსიაზე
#TechCloud
#TechCloudNews
#Technology
#TechnologyFeed
#TechFeedc
#Games
#GameFeed
Electronic Arts-მა გამოაქვეყნა კვარტალური ანგარიში, რომლიდანაც ცნობილი ხდება არა მხოლოდ კომპანიის კარგი მდგომარეობა ბაზარზე (რომელიც განპირობებულია Star Wars Jedi: Fallen Order გაყიდვებით), არამედ ირკვევა კორპორაციის სამომავლო გეგმებიც. უფრო კონკრეტულად კი საუბარია The Sims-ზე, რომელის შესახებაც უკვე დიდი ხანია არანაირი ცნობა არ იყო ამ მომენტამდე. როგორც აღმოჩნდა, მომავალში სუპერპოპულარული ფრანშიზა კვლავ მიიღებს Multiplayer რეჟიმს. ანგარიშში ნათქვამია, რომ თამაშის მეოთხე ნაწილმა(Sims4) მოიცვა ძალიან დიდი აუდიტორია. EA Games-ის მონაცემებით ის 20 მილიონზე მეტმა ადამიანმა ითამაშა, რაც აქტუალურ კითხვას აჩენს ამ ფრანშიზის გაგრძელებაზე. Electronic Arts-ის გენერალურმა დირექტორმა ენდიუ ვილსონმა განაცხადა, რომ კომპანია განიხილავს შესაძლებლობას ფრანშიზის გადატანის ონლაინ-ფორმატში. შეგახსენებთ რომ The Sims Online ჩაშვებულ იქნა 2002 წელს, თუმცა თამაშმა მაგ პერიოდისთვის ვერ მოიპოვა სათანადო პოპულარულობა და 2008 წელს შეწყდა Multiplayer რეჟიმის მხარდაჭერა. ?მეტი პოსტის სანახავად ესტუმრე ჩვენ გვერდს
0