0
დოქტორი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს არსებულ სოფლებს ესტუმრა. ექიმმა ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელის მაცხოვრებლებს უფასო კონსულტაციასთან ერთად, სამედიცინო დახმარებაც გაუწია. როგორც თავად ამბობს, ეს სოფლები საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიებია. და თუ სახელმწიფო იგივე ადგილებზე უფრო მეტ მზრუნველობას გამოიჩენს, ამას ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებიც კარგად დაინახავენ. “ყველამ ვიცით რაც ხდება. არის დაცლის საფრთხე და ეს ჩვენი ოკუპანტი მეზობლის პირდაპირი ინტერესია, რაც შეიძლება თავისუფლად გადმოწიოს ე.წ. საზღვარი”. - ეუბნება სოფლის მაცხოვრებლებს ექიმი ვაჟა. ვაჟა გაფრინდაშვილი სეპარატისტულმა ძალებმა 9 ნოემბერს, კასპის რაიონში დააკავეს. აღნიშნულს მისი 48 დღიანი, უკანონო პატიმრობა მოჰყვა. ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მისი ერთ-ერთი ადგილობრივი პაციენტის მოსანახულებლად იყო გადასული.
#politics
#news
0