ვინ არის ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი?

0
ზუგდიდში, "საქართველოს ბანკზე" შეიარაღებული თავდამსხმელის, ბადრი ესებუას დედა ჟურნალისტებთან პირად საუბარში ამბობს, რომ ესებუა თბილისში იმყოფება, თუმცა რა მიზნით, არ აკონკრეტებს და ჟურნალისტებთან არც სხვა დეტალებზე საუბრობს. შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ 26 ოქტომბერს ღამით სპეციალურ გამოშვებაში "მთავარი აქცენტები" გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომ  ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი სენაკის მეორე ბატალიონის სამხედრო, ბადრი ესებუაა. ნიკა გვარამიას თქმითვე, ბადრი ესებუა სპეცოპერაციის დროს, ალყაში მოქცეული გაექცათ. ცნობისთვის, 21 ოქტომბერს "საქართველოს ბანკის" შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი, დაახლოებით, 14:30 სთ-ზე შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა.  ბანკში შეჭრილი შეიარაღებული პირის ნახევარ მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა და მიიღო კიდეც. აქვე,  "მთავარი არხის" ინფორმაციით, მან 4 მილიონი წაიღო. _________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ტერორიზმი
#ახალიამბები
#საქართველო
#სამეგრელო
#ზუგდიდი
#საქართველოსბანკი
#სამართალი
#zugdididaily
წყარო: მთავარი არხი
0