საკურას ყვავილობა

By?????Georgia
0
საკურას ყვავილობის სეზონი იაპონიაში ნამდვილი დღესასწაულია. დეკორატიული ალუბლის გვარის მერქნიანი მცენარე იაპონიისა და იაპონური კულტურის სიმბოლოდ ითვლება. 🌸საკურა ყვავილობას მარტის ბოლოს იწყებს და დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ყვავის. მცენარის ყვავილობა ერთი კვირა გრძელდება და ამ ხნის განმავლობაში იაპონელები ძირითად დროს ხეების ქვეშ ატარებენ.🌸
საკურას ფესტივალი ოფიციალურად მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან აღინიშნება, ხალხი კი 400 წელზე მეტია ზეიმობს ამ ულამაზესი ხის ყვავილობას. ყვავილების ნაყოფი ალუბალი -იაპონირად ჟღერს როგორც “საკურანბო”, რომელიც მიიღება განსხვავებული ჯიშის საკურასგან. როგორც საკურას ნაყოფი (ანუ ალუბალი), ასევე მისი დამარილებული ფოთლები და ყვავილები გამოიყენება საკვებ პროდუქტებში.
#საკურა
#ფესტივალი
#იაპონია
#მოგზაურობა
#ტურიზმი
#ტურისტები
#აზია
By?????Georgia
0