21 votes
1 comments
shares
Save
137 reads
Tbilisi Daily
Tbilisi · 6 months ago

ევროპაში მესამე, ამიერკავკასიაში პირველი ჰაერის დაბინძურების მხრივ, ეს თბილისია. რა (ან ვინ) გვკლავს?! მივყვეთ ქრონოლოგიურად

1) გამწვანება და ბეტონის ჯუნგლები

სად გაქრა მე-20 საუკუნის შუახანების თბილისი, გამწვანებული რუსთაველი, ვაკე, ვარდების მოედანი?! დღეს იგივე ადგილები უხარისხოდ ნაშენებ, მაღალ სართულიან შენობებს უკავიათ, რომელიც მსგავს ზიანს აყენებს ქალაქის საერთო იერსახესაც. ცალკე პრობლემად შეიძლება ჩაითვალოს დეველოპერული კომპანიების მხრიდან სტანდარტების უგულებელყოფის “სტანდარტი”(!), რომელიც გამოიხატება სამშენებლო მასალების დაუცველად გადატანაში, მტვრისგან დამცავი ბადეების არ ქონაში და ა.შ.

2) მანქანების რაოდენობა

თბილისში ყოველდღიურად 550 000-ზე მეტი მანქანა გადაადგილდება.

3) გეგმის არ არსებობა და კატალიზატორების ბიზნესი

თავის დროზე პოზიტიურად აღინიშნა ტექდათვალიერების გავლის შესახებ კანონის შემოღება. მაგრამ, მუშაობს კი პოზიტიურად?! ამ ერთი შეხედვით მნიშვნელოვან ინიციატივას, მძღოლები სხვადასხვა სახის ხრიკებით შეხვდნენ. შეიქმნა “სამუშაო ადგილები”, სადაც ავტომობილები მათივე მფლობელებს კატალიზატორების ერთი დღით(ტექდათვალიერების გავლით მიზნით) საქირაოდ მიჰყავდათ. თუმცა, კი აღნიშნული ბიზნესების კრეატიულ ენტერპრენიორებთან ერთად, აუცილებლად უნდა აღინიშნოს მთავრობის მხრიდან მოქმედების გეგმის არ არსებობა, რაც აღნიშნულ ინიციატივაში სისტემურ ხარვეზებს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

4) საწვავის ხარისხი

იმპორტირებული საწვავის ხარისხი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად რჩება. როგორც არ უნდა ჟღერდეს ეს ინფორმაცია, დღეს საწვავის ყველაზე დიდი იმპორტიორი ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, რუსეთი გახლავთ. მას მოჰყვებიან რუმინეთი და თურქმენეთი, აზერბაიჯანი კი ამ მხრივ საპატიო მეოთხე ადგილს იკავებს. ასევე უნდა აღინიშნოს ფასი, რომელიც საწვავთან მიმართებაში წლიდან წლამდე იზრდება. ეს ყველაფერი კი იმის ფონზე, როცა საქართველოში არსებულ რამოდენიმე დიდ საწარმოს რუსეთის მთავრობის ფარმ ორგანიზაციები ფლობენ, ხოლო, ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანს საკუთარ ყველაზე დიდ რესურსს - წყალს, საერთოდაც უფასოდ ვაწვდით.

5) საზოგადოებაში ინფორმაციის არ არსებობა

მოძრაობა “ჩემი ქალაქი მკლავს”-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით მოსახლეობის 81%-ს ელემენტარული ინფორმაციაც კი არ აქვს იმის შესახებ, თუ რა სახის საფრთხეს უქმნის მათ ჰაერის დაბინძურება. ამ ყველაფრის ფონზე გაზრდილია ონკოლოგიური დაავადებების, სიმსივნეების, სასუნთქი გზების დაავადებებისა და ალერგიების სიხშირე.

2016 წლის აგვისტოში კლინიკა “მედიქლაბის” ექიმებმა აღნიშნულთან მიმართებაში საზოგადოებას სპეციალური განცხადებითაც კი მიმართეს: “აღნიშნული დაავადებების ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი ეკოლოგიური პირობების გაუარესებაა. ჩვენ ვიცით, რა შეიძლება მოხდეს მომავალში. ჩვენ გვეშინია მომავლის!”.

გარკვეული მიზეზების გამო, აღნიშნული განცხადება სოციალური ქსელიდან მალევე იქნა აღებული.

და ბოლოს, “მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის” უკანასკნელი კვლევების თანახმად თბილისი ევროპის წამყვან სამეულშია. ერთი შეხედვით პოზიტიურად ჟღერს, თუმცა, დასასრული ოპტიმიზმის საშუალებას ნამდვილად არ გვაძლევს: თბილისი ევროპის წამყვან სამეულშია, ჰაერის დაბინძურებით ადამიანთა სიკვდილიანობის მიხედვით.

#news #opinion
Tbilisi Daily
Tbilisi · 6 months ago
21
Write a comment