ლონდონში ევროკავშირის დროშები დაწვეს. ქვეყანაში უკვე ოფიციალურად ზეიმობენ ევროპული კავშირის დატოვებას და “გარდამავალი პერიოდისთვის” ემზადებიან.
პროცესი 2021 წლის იანვრამდე გაგრძელდება, მანამდე კი ბრიტანეთი ვალდებულებებს უწყვეტ რეჟიმში შეასრულებს.
რა არის ბრექსიტი? ეს არის ორი სიტყვის: Britain-ისა და Exit-ის შერწყმა, რაც ბრიტანეთის მხრიდან ევროკავშირის დატოვებას გულისხმობს. აღნიშნული ინიციატივა პირველად 2016 წელს გაჟღერდა, როდესაც რეფერენდუმის მეშვეობით გამოკითხულთა 52%-მა მხარი ევროკავშირის დატოვებას დაუჭირა.
მაშინ, როცა დიდი ბრიტანეთის დროშა უკვე ჩამოხსნეს ევროპარლამენტისა და ევროკავშირის მთავარი შენობებიდან, საქართველოს მთავრობა უშედეგოდ ცდილობს ევროპელი კოლეგების დარწმუნებას, ყველაზე დიდი გაერთიანების სრულფასოვან წევრად აღიარების შესახებ.
როგორ ფიქრობთ, უნდა დავაყენოთ თუ არა საქართველოს ევროკავშირში გაერთიანების ინტერესი ეჭვქვეშ?
#news