0
გერმანელმა მხატვარმა Google Maps ოსტატურად გააცურა... კომპანიების მიერ შემუშავებული თანამედროვე სერვისი საკმაოდ პირობითია.  სწორედ ამის დამტკიცებისთვის გერმანელმა მხატვარმა სიმონ ეკერტმა მცირე ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა. ექსპერიმენტის ძირითადი მიზანი Google maps-ში ხელოვნური საცობის წარმოქმნა იყო, რისთვისაც მან 99 სმარტფონით დატვირთული ურიკა გამოიყენა. “ამგვარად შეგვიძლია ვაქციოთ “მწვანე” ქუჩა “წითლად”, რაც აისახება ჩვენს ყოფაზე – მანქანები სხვა მარშრუტს ირჩევენ. მინდოდა მეჩვენებინა, რომ Google რუკებმა ფუნდამენტურად შეცვალეს ჩვენს მიერ სივრცის აღქმა”, – წერს მხატვარი. მეტი ინფორმაციისთვის: bit.ly/2RUh8JR
#art
#news
0