ბაღდათში, ხანძრისას დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. ხანძარს ორსულ ქალთან და ოთხ ბავშვთან ერთად, მათი მეზობელი ქალიც ემსხვერპლა.
შენობაში, სადაც ხანძარი გაჩნდა ორივე ოჯახი თვითნებურად იყო შეჭრილი.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე ექვსი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცეცხლის კერების ლიკვიდაციისთვის მუშაობს. რამდენიმე წუთში ექვსივე გარდაცვლილს ექსპერტიზაზე გადაასვენებენ.
წყარო: მთავარი არხი
#news
Baghdati