0
ვიცნობდეთ ჩვენს გმირებს, ისინი ჩვენი ქვეყნის დასაცავად წირავდნენ სიცოცხლეს !!! წაიკითხეთ და იცნობდეთ ერთ-ერთ უცნობ გმირს რომლის შესახებაც ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის. მისი სახელი და გვარი იყო ფრიდონ ნეფარიძე დაიბადა, 1957 წ. 6 ოქტომბერს და დაიღუპა ტამისში 1993 წლის 5 ივლის, იყო ბატალიონის მეთაური, თავი გაწირა სამშობლოსთვის, მსახურობდა შავნაბადაში და თეთრ არწივში, დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით , წარმოშობით რაჭიდან იყო მაგრამ ცოლად თელაველი ქალიშვილი ყავდა , აღიარებულია როგორც რაჭის ასევე თელავის ქალაქის გმირად , მემორიალზეც თბილიში და თელავშიც ამოტიფრულია მისი სახელი და გვარი , მისი თავი იყო შეფასებული ბრძოლის დროს მტრის მიერ, როგორც მისი თანამებრძოლი ბიჭები ყვებიან, როდესაც დაქორწინდა და სამი თვის ორსული დატოვა მისი სიტყვები იყო, როგორ თქვენ აქ ხართ, 18-19 წლის ბიჭები იხოცებოდნენ და მე იქ ვიყოო? ამ სიტყვების შემდგომ ჩაუდგა ბატალიონს სათავეში. დაღუპილია ტამიშთან დესანტის ჩამოსხმის დროს , როდესაც ჩვენი ტყვედ ჩავარდნილი ბიჭების მარტოდ მარტო გამოყვანას ცდილობდა , როგორც ბიჭები იძახიან მისი უკანასკნელი სიტყვები იყო , სიკვდილის წინ რომ "ჩემი მოსაკლავი ტყვია ჯერ არ ჩამოსხმულაო " რის შემდეგაც ნაფლეთებად აქციეს და ცხედარი ვერც კი ანახეს მეუღლეს, რაჭაში გასნილია მისი სახელობის სკოლა , თელავში მემორიალი, დაკრძალულია რაჭაში , კრიხში. გმირი რომლის სახელი და ისტორია დავიწყებას არ უნდა მიეცეს. მან ჩვენი ქვეყნის დასაცავად დათმო სიცოცხლე. ❤️
#politics
0