გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გუშინ დაანონსებული აქცია არ გაიმართება. ამის შესახებ პარტია „ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში აცხადებს. პარლამენტის პიკეტირების გადადება ოპოზიციამ გუშინ ღამით ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო გადაწყვიტა, რომლის შედეგად, გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის გაჩენას ფეხმძიმე ქალისა და ოთხი არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
“ ხვალ დილის 10 საათზე ჩვენ საპროტესტო აქციას ვგეგმავდით, თუმცა ამ ამბავმა მიგვაღებინა გადაწყვეტილება, რომ 4 თებერვალს ჩანიშნული საპროტესტო ღონისძიება გაგვეუქმებინა დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ” - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
პარლამენტის პიკეტირების გარდა აქციის ორგანიზატორები საქართველოს მთავრობის ლიდერებისთვის სირცხვილის კორიდორის მოწყობასაც გეგმავდნენ.
#news
#politics