კორონავირუსის დასადგენი რეაგენტი უკვე საქართველოშია.
4 თებერვლიდან საქართველოს კორონავირუსის სიმპტომების დაფიქსირების შემთხვევაში საზღვარგარეთ ბიოლოგიური მასალების გაგზავნა აღარ მოუწევს. ახალი ვირუსის დასადგენი ტესტები უკვე საქართველოშია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ტესტების საშუალებით კორონავირუსის დადგენა უფრო სწრაფად და მარტივად იქნება შესაძლებელი. დღესვე ამირან მაგყრელიძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა საქართველოში დადასტურებული არაა და ქვეყანა რჩება ვირუსის გავრცელების დაბალი რისკის ზონაში.
ბოლო მონაცემებით კორონავირუსს 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 17 000-ს აღემატება. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს ვირუსისგან სრულად განკურნებულთა რიცხვი, რომელიც 700 ადამიანზე მეტს შეადგენს.
#news