14 votes
1 comments
0 shares
Save
93 views
Tbilisi Daily
Tbilisi · 5 months ago
სტატიის წასაკითხად დააჭირე გაგრძელებას
or
By continuing you agree to Feedc’s Terms of use and Privacy Policy

აქცია მარჯანიშვილზე


Tbilisi Daily
Tbilisi · 5 months ago
Similar Posts
Mariam Tophuria
Tbilisi, Georgia · 2 weeks ago
Lalage - მცენარეების მაღაზიის ამბავი
მარჯანიშვილზე ხშირად მიწევს სეირნობა, დღითი-დღე ახალ, საინტერესო აღმოჩენებს ვაკეთებ. ამ პოსტს მცენარეების დამალულ მაღაზიას დავუთმობ 🍃 როგორც ინტერიერის დიზაინერს, ხშირად მიწევს მცენარეებთან ურთიერთობა, მათი ძებნა, შესწავლა და გარემოსთვის იდეალურად მორგება 🌱 მცენარეები ინტერიერის განუყოფელი ნაწილები არიან, ისინი აცოცხლებენ, ახალისებენ და ხშირად რადიკალურად ცვლიან გარემოს. დადებითად მოქმედებენ ადამიანის განწყობაზე 🌳 რამდენიმე დღის წინ ილიას/ვარდების ბაღში მიმალული ძალიან ლამაზი ზურმუხტისფერი ნაგებობა აღმოვაჩინე, შემჩნევა ცოტა რთულია, ისედაც მდიდარ ბაღს მაღაზია იდეალურად ერწყმის 🌲 ლალაჟი 2017 წელს გაიხსნა, საოცრად ყურადღებიანი სტაფისა და გამოცდილი მებაღეების დახმარებით შეძლებთ უფრო მეტი გაიგოთ მცენარეებზე, მებაღეობაზე და თქვენთვის საყვარელი მცენარე იპოვოთ 🌿 ინტერიერიც შენობასავით განსაკუთრებული აქვთ: დიდი სივრცე, მშვიდი გარემო, ჰარმონიულად განაწილებული ავეჯი და მცენარეები ✨ მაღაზიის საოცრად მყუდრო აურა სასიამოვნო შეგრძნებებს გიტოვებს. აუცილებლად გირჩევთ სტუმრობასა და თქვენი მცენარის პოვნას ამ ჯადოსნურ მაღაზიაში. 📍ლოკაცია - Marjanishvili Davit Aghmashenebeli Ave ილიას ბაღში 🏞 ფოტოები - მარიამ თოფურია#საინტერესოადგილი #ხელოვნება #მცენარე #მცენარეები #მაღაზია #მოგზაურობა #თბილისი #მარჯანიშვილი #ასტროლოგია #დიზაინი #ინტერიერი #ესტუმრე #საინტერესო #ლოკაცია #რეკომენდაცია
+4
Current News
Tbilisi, Georgia · 8 months ago
ტექნიკური პრობლემების გამო, მეტროს მატარებლები რამდენიმე სადგურში, გვირაბში გაჩერდა. სააგენტოს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, რომ მეტროს მუშაობის შეფერხების მიზეზი სადგურ „მარჯანიშვილზე“ მოძრავი მატარებელი გახდა, რომელსაც ტექნიკური პრობლემები შეექმნა. მატარებელი ტექნიკური ხარვეზით „მარჯანიშვილზე“ იყო გაჩერებული, მაგრამ ვინაიდან მის გაყვანას დასჭირდა დრო, სხვა მატარებლები, რომლებიც მოძრაობდნენ სხვადასხვა სადგურების მიმართულებით, გარკვეული დროით გაჩერდნენ, რათა „მარჯანიშვილზე“ გაჩერებული მატარებლის ხაზიდან უსაფრთხოდ გაყვანა მომხდარიყო. ამ დროისთვის მეტროში პრობლემა აღმოფხვრილია და მგზავრებს შეუფერხებლად ემსახურება.
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 2 weeks ago
"შენ რა ფული მოგცეს თუ?" - მოვაჭრეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ბათუმში, ე.წ. ბონის საბითუმო ბაზრობაზე დასაქმებულებს ადმინისტრაციამ გადასახადი 1 წლის განმავლობაში 200 პროცენტით გაუძვირა. ბოლოს, გაზრდილი გადასახადის შესაცებ ინფორმაცია მოვაჭრეებმა გუშინ მიიღეს. მათ ამიერიდან 25 ლარის ნაცვლად 35 ლარის გადახდა მოუწევთ. როგორც მოვაჭრეებმა აღნიშნეს, ბაზარში ისედაც ცოტა ადამიანი დადის და თუ გადასახადი არ შეუმცირდებათ მუშაობას ვერ შეძლებენ. გადასახადის გაძვირება მოვაჭრეებმა გუშინვე გააპროტესტეს და დღეისათვის დააანონსეს კიდეც აქცია, თუმცა ადგილზე მისულებს რამდენიმე მოვაჭრემ გვითხრა, რომ "მოგვარდნენ". მოვაჭრეთა ნაწილი პირად საუბრებში ამბობს, რომ ბაზრის ადმინისტრაციამ ამ საკითხზე საუაბრი აუკრძალა და პრობლემების შექმნით დაემუქრა. მოვაჭრეები დაპირისპირებილ მხარეებად ჩვენ თვალწინ იქცნენ. ადმინისტრაციის მხარდამჭერებმა, ე.წ. მომგვარებლებმა იმათ, ვინც გაზრდილ საფასურზე ხმა ამოიღეს, კამათი კამერების წინ დაუწყეს. საკითხზე განმარტებას არ აკეთებენ ბაზრის ადმინისტრაციაში. ისინი არ პასუხობენ კითხვას - რატომ აუკრძალეს მოვაჭრეებს მედიასთან კომუნიკაცია?
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 1 month ago
საპროტესტო აქცია კიევში
კიევში ვლადიმირ ზელენსკის პოლიტიკის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. დემონსტრანტებმა პრეზიდენტს პრორუსული პოლიტიკის გატარებაში დასდეს ბრალი. საპროტესტო აქცია, „კაპიტულაციის საწინააღმდეგო მოძრაობის“ მიერ იყო ორგანიზებული. მომიტინგეები ქვეყნის პრეზიდენტისგან რუსეთის წინაშე კაპიტულაციის პოლიტიკის შეწყვეტას, საპატიმროებში მყოფი მოხალისეების გათავისუფლებას, უკრაინის ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოებას და ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის გადაყენებას მოითხოვდნენ.
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 2 weeks ago
თურქეთში დასაქმებულები კომპენსაციას მიიღებენ
პირები, რომლებიც თურქეთში სამუშაოდ ყოველ დღე გადადიოდნენ საზღვარზე, ასევე, თურქეთში სეზონურად დასაქმებულები, 300 ლარის ოდენობით კომპენსაციას მიიღებენ. აჭარაში ასეთი, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მონაცემებით, დაახლოებით 30 ათასი ადამიანია. ზაალ მიქელაძე ამბობს, რომ საბოლოო, ოფიციალურ პასუხს ელოდებიან, თუმცა როგორც მისთვის არის ცნობილი, საკითხმა ყველა ეტაპი გაიარა: „ორ ვარიანტზე იყო საუბარი, ერთი ყოველდღიურ დასაქმებულებზე, ვინც ყოველ დღე კვეთდა საზღვარს და მუშაობდა და სეზონურად დასაქმებულები – ვინც გადადიოდა ერთი თვით და მეტი პერიოდით სამუშაოდ. მე როგორც დამიდასტურეს, ორივე ვარიანტი იქნა გათვალისწინებული“ – განაცხადა ზაალ მიქელაძემ. საქართველო-თურქეთის საზღვარი ოფიციალურად 15 მარტს ჩაიკეტა. საზღვარს პანდემიამდე ასობით ადამიანი კვეთა ყოველდღიურად, ისინი მეზობელი ქვეყნის საზღვრისპირა ქალაქის მაღაზიებსა და მომსახურების სფეროში მუშაობდნენ, ასევე, სეზონზე ჩაის და თხილს კრეფდნენ. კომპენსაციის მოთხოვნით თურქეთში დასაქმებულმა ქალებმა ბათუმში არაერთი აქცია გამართეს.#ახალიამბები
+2
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 1 week ago
"ქოლგიანი გიდები" აქციას აანონსებენ
გიდები აქცია-ფლეშმობს გამართავენ დევიზით: “ქოლგიანი გიდები" - ჩვენ ვარსებობთ ტურიზმით! ამ აქციით საქართველოს გიდები უნგრელი კოლეგების მიერ, სოციალურ ქსელში სპონტანურად დაგეგმილ ფლეშმობს ეხმაურებიან, რომლებმაც ბუდაპეშტის ცენტრში შეკრება და covid19-ის გამო შეჩერებული მსოფლიო ტურიზმის სიმბოლური აქციით გამოცოცხლება გადაწყვიტეს. ისინი ანალოგიური ქმედებისკენ მოუწოდებენ კოლეგებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 30 ივნისს, საქართველოს სამ დიდ ქალაქში - თბილისში (რიყის პარკში), ბათუმში (პიაცას მოედანი) და ქუთაისში (ჩარდახის ბაღი), 12:00 საათზე, ქოლგებიანი გიდები თანაქალაქელებს და ქალაქის სტუმრებს, მონატრებულ მომსახურებას - გიდობას, სრულიად უსასყიდლოდ გაუწევენ. ფლეშმობ-აქციის მიზანია, გიდების პრობლემებისადმი სახელმწიფოს ყურადღების მოპყრობა. ეს არის მცდელობა, შიდა ტურიზმის გააქტიურებისა და მოქალაქეებისთვის გიდის როლისა თუ მნიშვნელობის კიდევ ერთხელ შეხსენებისა. "გვინდა ჩვენი აქციით ხაზი გავუსვათ იმას, რომ ტურიზმი აბსტრაქტული სიტყვა არაა და ამ სექტორში ასიათასობით ადამიანია დასაქმებული. ტურიზმის შეჩერებამ კი უამრავი პროფესიონალი და მათი ოჯახები, გაურკვეველი ვადით, დატოვა შემოსავლების გარეშე. ტურიზმის სექტორის უმთავრესი რგოლის წარმომადგენლები - გიდები, როგორც ყველაზე აპოლიტიკურები, მშვიდობიანი გამოსვლით, გააფერადებენ და აახმაურებენ ძველი ქალაქების ქუჩებს! რატომ ქოლგები?! იმიტომ, რომ ნებისმიერ ამინდში, წვიმაშიც და მზეშიც, გიდები ყოველგვარი ქოლგის გარეშე, ენთუზიაზმით და სტუმრებზე მზრუნველობით შეიარაღებულნი მუშაობენ სტუმრებისთვის დაუვიწყარი შთაბეჭდლების მოსახდენად… ამ შემთხვევაში, ქოლგა, გიდების სტუმრებზე მზრუნველობის ერთგვარი სიმბოლოა… გიდები და მათი ფერადი ქოლგები დასიცხულ, მიძინებულ, უტურისტოდ დარჩენილ ქალაქებს ხალისს შეჰმატებენ და ვიზუალურად ძალიან გამოაცოცხლებენ", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 3 weeks ago
სოფელ ქვედა გეგუთის მოსახლეობამ აქცია გამართა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა გეგუთის მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები სოფელში არსებულ პრობლემებს აპროტესტებენ. მათი თქმით, სოფელს გზის, წყლის, კანალიზაციის და ნაგვის ურნების პრობლემა წლებია აქვს და ამ დრომდე არ მოგვარებულა. მათი განმარტებით, ხელისუფლება საარჩევნოდ დაპირებებს გასცემს, პრობლემას კი მხოლოდ საკუთარ მხარდამჭერებს უგვარებს და გზასაც მათ უბანში აგებს. "გზა არ გვაქვს, წვიმიან ამინდში ვერ დავდივართ, გვპირდებიან საარჩევნოდ და არ ასრულებენ. ამასთან, სოფელში არც წყალია, არც კანალიზაცია, არც ნაგვის ურნები. ვითხოვთ, დახმარებას, მაგრამ მხოლოდ დაპირებაა, პრობლემებს მარტო იქ აგვარებენ, სადაც მათი მხარდამჭერები არიან", - განაცხადეს ადგილობრივებმა. აქციას შეუერთდნენ და მოსახლეობას მხარდაჭერა გამოუცხადეს "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივმა წევრებმა.
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 2 months ago
რომელი დანაშაულებრივი ქმედებები აღიარა ვანო მერაბიშვილმა?
ვანო მერაბიშვილის პოლიტიკური წარსული და ბრალდებები, რის გამოც უკვე მოიხადა სასჯელი, ყველას კარგად მოგეხსენებათ, ამის შესახებ არერთი სტატია დაგვიწერია. პოლიტიკოსს საკმაო დრო ჰქონდა, იმისათვის რომ გაეაზრებინა წარსული ქმედებები. გუშინდელ ინტერვიუში მერაბიშვილმა ნაწილობრივ აღიარა საკუთარი დანაშაულებრივი ქმედებები, ახლა კი მოკლედ განვიხილოთ. გირგვლიანის საქმის ხელახალმა გამოძიებამ, იმ დროინდელ მაღალჩინოსნებს ბრალი დასდო ინფორმაციის დამალვასა და ძალაუფლების გადაჭარბებაში. ეს იყო ერთ-ერთი საქმე, რის გამოც ვანო მერაბიშვილი ციხეში იჯდა. მისი თქმით, ეს არის უდიდესი ტრაგედია, როგორც ქვეყნის, ასევე გარდაცვლილის ოჯახისთვის. მერაბიშვილმა განაცხადა, რომ სწორი იქნებოდა, თუ მეტ სიმტკიცეს გამოიჩენდა და გადადგებოდა, რაც იმ პერიოდში სააკაშვილის მიერაც განიხილებოდა, თუმცა ქმედითი ნაბიჯები ამას არ მოჰყოლია. ვანო მერაბიშვილის განცხადებით, იგი საქმეში ბოლომდე არ ჩარეულა, თუმცა ცნობილი ფაქტია, რომ ციხეში მჯდომი ყველა პირი დროზე ადრე შეიწყალეს, მანამდე კი ისინი თავისთვის ხელსაყრელ პირობებში იმყოფებოდნენ. შეგახსენებთ, რომ გირგვლიანის საქმეში, მერაბიშვილს პატიმრებისათვის კარგი პირობების შექმნა და ძალაუფლების გადამეტება დაედო ბრალად. 7 ნოემბერს, იმ დროინდელმა ხელისუფლებამ გასცა განკარგულება, რომ მოქალაქეთა ლეგიტიმური აქცია დაშლილიყო. ეს არის ის ბრალდება, რომელსაც არა მხოლოდ სამართლებრივად, არამედ ნებისმიერი დებატებისა თუ ინტერვიუს დროს დღემდე ახსენებენ ნაციონალურ მოძრაობას. ვანო მერაბიშვილს ამ საკითხთან დაკავშირებით ახალი არაფერი უთქვამს. მან განაცხადა, რომ შეკრებილი საზოგადოება იმართებოდა რუსული ძალის მიერ, ხოლო ბადრი პატარკაციშვილი იყო რუსეთის დავალებების პირდაპირი შემსრულებელი. რაც შეეხება მოქალაქეთა დარბევას, მერაბიშვილი მიიჩნევს, რომ ძალის გადამეტება იყო მათი ბრალი, რადგან სპეცრაზმი სათანადოდ ვერ დაატრენინგეს და იგი ამას გამოუცდელობასა და დაბნეულობას აწერს. ნოემბრის აქციის ორგანიზატორების შესახებ ინფორმაციას უამრავი წყარო აქვს, თუმცა აქ მნიშვნელოვანი არა ორგანიზატორთა, არამედ იმ ხალხთა პროტესტია, რომელსაც არ სურდა ნაციონალური მოძრაობა ყოფილიყო ხელისუფლებაში და მიმართეს მანიფესტაციის უფლებას თუმცა მმართველი პარტია არ წავიდა კომპრომისზე. რაც შეეხება ტელეკომპანია იმედს, რომლის დარბევასაც ხშირად იმით ამართლებენ, რომ ტელევიზია სახელმწიფო გადატრიალებას აპირებდა, ვანომ აღიარა, რომ ყველაფრის მიუხედავად ეს იყო ძალის გადამეტება და დამოკრატიის პრინციპების დარღვევა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ მოვლენებს იგი ასევე დაბნეულობასა და გაუგებრობას აწერს. ყველასათვის ცნობილი ციხის კადრებიც არ დარჩა ყურადღების მიღმა. როდესაც ეს კადრები გავრცელდა, ვანო მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა. იგი განმარტავს, რომ ციხის კადრების ერთი ნაწილი იყო რეალური, ხოლო მეორე დადგმული. საინტერესოა, ვანო მერაბიშვილის მიერ ნაშენებ სტრუქტურაში, სადაც იგი აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობდა, როგორ მოხდა ისე, რომ ოპოზიციაში მყოფმა პარტიამ შეაღწია საკანში, შეიტანა სპეციალური ნივთები და დადგა წამების სცენები ? კონტროლის მექანიზმი სრულიად მოშლილი იყო? აქედან გამომდინარე ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, იმის შესახებ, რომ თუ ეს სცენები მართლაც დადგმულია, მაშინ სწორედ უწყებაში მყოფმა პირმა შეუწყო ხელი კონკრეტული სცენების გავრცელებას, რასაც მერაბიშვილი ასევე არ გამორიცხავს. იგი საკუთარ თავზე იღებს დანაშაულს და აცხადებს, რომ პატიმრები რეალურად უკეთეს პირობებში იმყოფებოდნენ, ვიდრე ეს გავრცელებულ კადრებშია ნაჩვენები. აქვე შეგახსენებთ, ამ საკითხთან დაკავშირებით, ფონდი ღია საზოგადოების მიერ 2014 წელს ჩატარებული კვლევის მცირე ნაწილს. 64%-ის თქმით, პატიმრებს ყოველ დღე აწამებდნენ 75% ამბობს, რომ ფიზიკური წამების მსხვერპლი იყო 39% ამბობს, რომ ყოველ დღე აწამებდნენ 84% საუბრობს ფსიქოლოგიურ წამებაზე პატიმრების 71%-ის თანახმად, ყველა კატეგორიის პატიმარს აწამებდნენ და არა მარტო კრიმინალური ტრადიციების მიმდევრებს.#მერაბიშვილი #პოლიტიკა #მიტინგი #დარბევა #ციხისკადრები #აღიარება #დანაშაული #ბრალდება #სასჯელი #tbilisidaily
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 1 month ago
რა განაჩენი გამოუტანა მოსამართლემ ე.წ კანონიერი ქურდის მხარდამჭერებს?
ე.წ კანონიერი ქურდის მინდია ლავასოღლის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულები ცხრავე პირი მოსამართლემ დამნაშავედ სცნო. ირმა ტოგონიძემ 8 პირი 1000 ლარით დააჯარიმა, ერთს კი სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით მინდია ლავასოღლია მხარდამჭერები გუშინ იმ დროს დააკავეს, როცა ბათუმი-სარფის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. მინდია გორაძის, იგივე ლავასოღლის საქართველოში ექსტრადირების მოთხვნით საპროტესტო აქცია გრძელდება. ბათუმის იუსტიციის სახლთან კარვებია გაშლილი და 17 პირი შიმშილობს. ლავასოღლის ახლობლები ორშაბათს გენერალურ პროკურორს ხვდებიან, სწორედ ამ შეხვედრაზე იქნება დამოკიდებული გაგრძელდება თუ არა პროტესტი. ლავასოღლი ე.წ. კანონიერი ქურდობისთვის საქართველოში ორჯერ არის გასამართლებული. ბოლოს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მინდია გორაძე დამნაშავედ სცნო და თავისუფლების აღვეთა 12 წლით მიუსაჯა. გორაძე ამ დროისთვის თურქეთში საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება.
+2
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 4 days ago
შეტაკებები პოლიციასთან ბელგრადში
სერბეთის დედაქალაქში საკარანტინო ზომების გამკაცრებას მასობრივი არეულობები მოჰყვა. მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ბელგრადში სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა პოლიციელებს ქვები დაუშინეს, სამართალდამცველებმა კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. შეტაკებების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის ჟურნალისტებიც არიან. მანამდე პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ქვეყანაში სამდღიანი კომენდანტის საათი გამოაცხადა.