0
4 თებერვალს მსოფლიო კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. იგივე დროს, საქართველო კამპანია „თბილისი - კიბოსთან ბრძოლის ქალაქი“-ს მასპინძლობს, რომლის ფარგლებშიც მოწვეულმა სტუმრებმა კიბოს წინააღმდეგ ჩატარებული სამუშაოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ იმსჯელეს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მირიან გამყრელიძის განცხადებით, პროექტის დაწყების 5 წლის თავზე, კაპმანია მძიმე დაავადებისგან გადარჩენის მაჩვენებლელს დაითვლის, რაც, 2015 წელს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ დანერგილი ე.წ. კიბოს რეესტრით მეშვეობით გახდება შესაძლებელი. სასტუმრო „რედისონში“ ჩატარებული ღონისძიება დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილისა და მერიის მაღალჩინოსნების მონაწილეობით გაიმართა.
#news
#ჯანმრთელობა
#health
#cancer
#cancer
#worldcancerday
0