0
Young Georgian Lolitaz თანამედროვე ქართული როკ ბენდია, რომელიც არსებობის ორ დეკადას ითვლის. ბენდი 2000 წელს თბილისში ჩამოყალიბდა და 2000-2008 წლებში აქტიურად მოღვაწეობა საქართველოში და მცირე ხნით ინგლისშიც (სადაც ჩაიწერა ბენდის ერთ-ერთი ალბომიც). ბენდის დღევანდელ შემადგენლობაში არიან: ნიკა კოჩაროვი (ვოკალი, გიტარა), გიორგი მარი (ბასი); არჩი სულაქველიძე (გიტარა, კლავიშებიანი საკრავი), დიმიტრი ოგანესიანი (დრამი). მუსიკას როკ მუსიკის ჟანრში ქმნიან: ძირითადად ალტერნატივა და ინდი. Young Georgian Lolitazს ჯამში 3 სტუდიური ალბომი აქვს, მათ შორის უკანასკნელი (The Lava EP) 2010 წელს ჩაიწერა. თუმცა, მიუხედავად ამისა, Lolitaz მსმენელს თავს არ ავიწყებს და პერიოდულად ახალ სინგლებს სთავაზობს და სხვადასხვა ფესტივალზეც ჩნდება. 2016 წელს ბენდმა საქართველოს სახელით მონაწილეობა მიიღო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე. "Midnight Gold" იყო სიმღერა, რომელიც არაერთხელ გაჟღერდა სტოკჰოლმში, ევროვიზიის სცენაზე და საბოლოოდ კონკურსის ფინალში 42 მონაწილეს შორის Young Georgian Lolitaz-მა მეოცე ადგილი დაიკავა. თებერვლის განმავლობაში ბენდი სხვადასხვა ადგილას დაუკრავს მსმენელისთვის. დაინტერესების შემთხვევაში, მომავალი ივენთების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აპლიკაციის ივენთების მოდულში.
#music
#events
#rockmusic
#georgianbands
Tbilisi
0