0
აზროვნების აკადემია კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომელიც 2017 წელს შეიქმნა და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს საგანმანათლებლო პროექტებს სთავაზობს. დაახლოებით სამწლიანი არსებობის განმავლობაში აკადემიამ 300-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა და მისი პროექტების მონაწილეთა რაოდენობა ჯამში 8000-1000 აღწევს. 2017 წლიდან 5-17 წლის მოზარდებისთვის ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა, რომელიც სხვადასხვა მიამრთულების განათლებას სთავაზობს სკოლის მოსწავლეებს. ასაკობრივი ჯგუფების სპეციფიკის შესაბამისად შეისწავლება ფსიქოლოგია, მხატვრულ ლიტერატურა, არტ-პედაგოგიკა, ფილოსოფია და ანალიტიკური აზროვნება. თბილისის გარდა აზროვნების აკადემიის საკვირაო სკოლები ფუნქციონირებს რუსთავში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში. სალონური საუბრები აზროვნების აკადემიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტია, რომელიც ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვისაა განკუთვნილი. ეს სალექციო ტიპის შეხვედრები მსმენელს მიმართულებათა ფართო სპექტრს სთავაზობს. მის ფარგლებში მოწვეული მომხსენებლები ჰუმანიტარულ და სოციალურ სფეროებში სხვადასხვა თემატიკაზე (ყველაზე ხშირად ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ლიტერატურა) საუბრობენ. შეხვედრები იმართება მყუდრო გარემოში, ძირითადად საღამოს საათებში და დამღლელი დღის შემდეგ სტუმრების განტვირთვას, მათთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდებასა და მომხსენებელთან აქტიურ ინტერაქციას მოიცავს. გარდა ერთჯერადი შეხვედრებისა აკადემია დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა ხანგრძლივობისა და თემატიკის სალექციო კურსებსაც სთავაზობს და კურსის დასრულების შემდეგ სერთიფიკატსაც გასცემს. აზროვნების აკადემია თბილისში, იოსებიძის ქ.N57-ში მდებარეობს. აკადემიის მიერ უახლოეს მომავალში დაგეგმილი ივენთების შესახებ დამატებითი ინფორმაცია კი აპლიკაციის ივენთების მოდულში შეგიძლიათ იხილოთ.
#lectures
#education
#philosophy
#psychology
#literature
#goodplaces
Tbilisi
0