კობის გზაზე ჩამოწოლილ ზვავს მსხვერპლი მოჰყვა.
სტეფანწმინდაში, კობის საავტომობილო გზაზე მოულოდნელად ჩამოწოლილი ზვავის შედეგად, ავტომობილი ხევში გადავარდა.
სატრანსპორტო საშუალებაში 3 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა რუსეთის ერთი მოქალაქე. დაშავებულთაგან ერთ-ერთს აღენიშნება მოტეხილობა. რაც შეეხება მესამე ადამიანს, ის შემთხვევის ადგილიდან სრულიად უვნებლად ამოიყვანეს. გადარჩენილებიდან არცერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
#კობი
#გუდაური
#სტეფანწმინდა
#ავტოსაგზაოშემთხვევა
#ავარია
#ზვავი
#news