ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე–5 საუკუნეში არისტოტელემ განცხადა, რომ ადამაინი არის “zoon politicon”. ეს შეიძლება ითარგნოს, როგორც „ადამიანი არის პოლიტიკური ცხოველი“ ან როგორც „ადამიანი არის სოციალური ცხოველი“.
სიტყვები „სოციალური“ და „პოლიტიკური“ წარმოადგენენ სინონიმებს. სიტყვა “social” არის ბერძნული politice-ს ეკვივალენტი.არისტოტელეს განსაზღვრებით ადამიანი არის პოლიტიკური არსება. ყველა სხვა
არსებისაგან განსხვავებით მხოლოდ ადამიანი ეწევა ცხოვრების პოლისურ, სახელმწიფოებრივ წესს. ვინაიდან მას შეუძლია იცხოვროს სამოქალაქო ან პოლიტიკურ საზოგადოებაში.
ადამიანები მრავალგვარ ურთიერთობაში არიან ერთმანეთთან.ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ურთიერთობაში პოლიტიკური ურთიერთობებია, არისტოტელეს მიხედვით, სახელმწიფო პოლიტიკურ ურთიერთობათა ერთიანობას წარმოადგენს. ამიტომაც ადამიანი თავისი ბუნებით პოლიტიკური არსებაა, რადგან სახელმწიფოებრივი ცხოვრებისაკენ მისწრაფება მხოლოდ ადამიანშია „ჩადებული“.
სახელმწიფო არის ადამიანთა გაერთიანება, რომელიც დაკავშირებულია სამართლიანობასთან[არისტოტელე].ყოველი მიეცნიერებისა და ხელოვნების მიზანია სიკეთე, პოლიტიკაში კი სიკეთე სამართლიანობაა, ხოლო სამართლიანობა სასარგებლოა მთელი საზოგადოებისთვის.არისტოტელეს აზრით, პოლიტიკა ეს არის ადამიანური საქმიანობის უმაღლესი ფორმა, რამდენადაც მისი მეშვეობით ადამიანურ ურთიერთობებში ყალიბდება სამართლიანობა და საერთო სიკეთე.
ამდენად, პოლიტიკა ეს არის საერთო სიკეთის მოსაპოვებლად წარმათულლი საქმიანობა.
არისტოტელეს საწინააღმდეგო თვალსაზრისზე დგას ჟან-ჟაკ რუსო.ის უარყოფს ჰიპოთეზას, ადამიანის სოციაბილურობაზე[ცხოველებს იგი ახასიათებთ, როგორც ინსტიქტი, ხოლო ადამიანში იგი არის, როგორც შეგნების უნარი.].არისტოტელე ადამიანის სოციალურ ცხოვრებას და პოლიტიკურ ცხოვრებას ბუნებრივად მიიჩნევსჰობსი არ თვლის ადამიანს პოლიტიკურ ცხოველად, მაგრამ მიიჩნევს, რომ პოლიტიკა გარდაქმნის ცხოველს ადამიანად.ამაში რუსოც ეთანხმება.