მოქალაქეები, ხშირად მხარს ვუჭერთ ისეთ პოლიტიკას და ლიდერებს , თუ გვჯერა , რომ ისინი დაგვეხმარებიან, რომ საზოგადოება უკეთესი ან უფრო სამართლიანი გახდეს. ბერძენი ფილოსოფოსი პლატონის დიალოგი „სახელმწიფო“ ითვლება ყველა დროის პოლიტიკური ფილოსოფიის ნიმუშად.მასში გადმოცემულია შეხდულებები იდეალური სახელმწიფოს შესახებ.
პლატონის თეორია ემყარება ადამიანის არსებობის თავისებურ მოდელს. „სახელმწიფოს“ მეშვიდე წიგნში პლატონი ადამიანის არსებობას ადარებს გამოქვაბულის ბინადრებს, რომელთაც არასოდეს უნახავთ დღის სინათლე.
პლატონი ამბობს: „სახელმწიფოს მმართველობა იქნება საუკეთესო, თუ სახელმწიფოს მართვას ფილოსოფოსები დაიწყებენ, ან სახელმწიფოს მმართველნი გაფილოსოფოსდებიან“.ისინი ჭვრეტენ სამართლიანობის იდეას, მხოლოდ მათი მმართველობის დროს დამყარდება სამართლიანი სახელმწიფო წყობა.სამართლიანობა იქნებოდა უმაღლესი სათნოება.პლატონის თეორიის მიხედვით, საუკეთესოდ მართული სახელმწიფო არის სახელმწიფო, რომელიც ყველაზე უფრო უახლოვდება ინდივიდის მოდელს.პლატონის იდეალური სახელმწიფო სულის ანალოგიაა.იგი სამ სხვადასხვა წოდებადაა დანაწევრებული:
1.დაბალი კლასი;
2.მეომარი „მცველები“ და სახელმწიფო საქმეთა გამრიგე „მოხელენი“;
3.მმართველ ფილოსოფოსთა კლასი.
პლატონის სახელმწიფოს იდეალურს უწოდებენ.“იდეალური“ ნიშნავს საუკეთესოს.