“მინერალების მუზეუმი” თბილისში, საინტერესო ადგილი, რომლის შესახებაც აქამდე არც კი გსმენიათ.
თბილისში ბევრი ისეთი მუზეუმია, რომელთა შესახებაც მოსახლეობასა და ტურისტებს შორის ინფორმაცია თითქმის არ არსებობს . ერთ-ერთი ასეთ მუზეუმს კოტე აფხაზის 27 ნომერში შეხვდებით, რომელსაც ბევრი “მინერალების მუზეუმის” სახელით იცნობს.
ეს არის ადგილი, რომლის 20%-იც კომერციული ფართია. თქვენ აქ სხვადასხვა სახის ნახევრად ძვირფასი ქვების შეძენაც შეგიძლიათ.
ერთ ოთახში განთავსებულ მაღაზია მუზეუმში ასევე შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული იშვიათი მინერალების(დამუშავებული და დაუმუშავებელი), ქვაზე კვეთილი ხატების, ვულკანური ქანების და გაქვავებული ხის ნიმუშები.
მუზეუმის სამუშაო საათებია : 10:00 - 19:00
შესვლა უფასოა.
#მინერალებისმუზეუმი
#თბილისი
#ღირსშესანიშნაობა
#news