COVID-19–ით ინფიცირებული ხუთი ბავშვი გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობს

0
კორონავირუსული ინფექციის მქონე ხუთი ბავშვი გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობს, ამის შესახებ განაცხადა რადიო "Sputnik"-თან, აფხაზეთის ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა გეგიამ. კოროვირუსით დაავადებული ხუთი ბავშიდან, უმცროსი პაციენტი ერთი წლისაა, ყველაზე უფროსი კი ათი წლის. გეგიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბავშვებში ვირუსული ინფექცია მოზრდილ ასაკთან შედარებით ხელსაყრელ კურსს გადის. "ბავშვების მკურნალობის ტაქტიკა სიმპტომატურია, ანუ სითხის დაგროვება, სითხის მიღება, ანტიპიტეტური და ანტივირუსული პრეპარატების მიღება. მოზრდილებისაგან განსხვავებით, ბავშვებს ანტიბიოტიკოთერაპიას არ ვუნიშნავთ." გეგიას თქმით, ბავშვების მდგომარეობა უფრო დამაკმაყოფილებელია. მან დაამატა, რომ სტაციონარული მკურნალობა ჩატარდება ერთი კვირის განმავლობაში და ტესტების შედეგების საფუძველზე, გაირკვევა, შესაძლებელია თუ არა პაციენტების სახლში განთავისუფლება შემდგომი ორკვირიანი თვითიზოლაციისთვის. კორონავირუსის აღმოჩენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 აგვისტოს მდგომარეობით აფხაზეთში 98 ადამიანია. აქედან 37 გამოჯანმრთელდა და სამი პაციენტი გარდაიცვალა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს:
#კორონავირუსი
#აფხაზეთი
#სოხუმი
#sokhumidaily
0