0
სტამბოლის აერეპორტში თვითმფრინავი 2 ნაწილად გაიხლიჩა. იზმირიდან მიმავალი BOENG 737-800 სტამბოლის “საბიჰა გოკჩენ”-ის საფრენ ბილიკზე დაშვებისას ორ ნაწილად გაიყო.  ამ დროისთვის დაშავებულია 52 ადამიანი, რომელთა დიდი ნაწილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით თვითმფრინავში 177 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 6 ეკიპაჟის წევრი.  ინციდენტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. აღნიშნული თვითმფრინავი ავიაკომპანია “Pegasus”-ს ეკუთვნის. პირველადი ინფორმაციით თვითმფრინავში საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ.
#news
0