0
აშშ-ის საელჩო საქართველოში აცხადებს კონკურსს საერთაშორისო წერის პროგრამაზე აიოვას უნივერსიტეტში. პროგრამის სახელია “ხაზებს შორის.” პროგრამა გააერთიანებს ახალგაზრდა მწერლებს სხვადასხვა ქვეყნიდან 2 კვირიანი (11დან 25 ივლისამდე) კრეატიული წერის პროგრამისთვის, რომელიც გაიმართება იუნესკოს მიერ ლიტერატურის ქალაქად წოდებულ აიოვა სითიში. კონკურსის ფარგლებში შეირჩევა 30 მონაწილე 15-18 წლის ასაკობრივ კატეგორიაში 30მდე ქვეყნიდან და 14 ამერიკელ ახალგაზრდას იმავე ასაკობრივი ჯგუფიდან. მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიფართოვონ ლიტერატურული ცოდნის საზღვრები, გაიღრმავონ სხვა მონაწილეების ქვეყნების კულტურის ცოდნა და გაიუმჯობესონ სოციალური უნარები. პროგრამის სამუშაო ენა ინგლისურია და სრულიად ფინანსდება ამერიკის მთავრობის მიერ. პროგრამისთვის იდეალური კანდიდატები არიან ახალგაზრდა მწერლები, რომელთაც აქვთ ნიჭი და პოტენციალი, რომ მომავალში გახდნენ წარმატებული საზოგადო და საჯარო მოღვაწეები. მონაწილეობის მისაღებად საჭიროა კანდიდატი აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: •იყოს 15-18 წლის 2020 წლის 11 ივლისის მონაცემებით, •საჭიროა ინგლისურის მაღალ დონეზე ცოდნა •მზაობა მულტიკულტურულ გარემოში ინტეგრაციისთვის. აპლიკაციის დედლაინი 2020 წლის 20 თებერვალი, საქართველოს დროით 18:00 საათია. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ შესაბამის ლინკზე არსებული აპლიკაცია, რომელიც სხვადასხვა ტიპის ესეების გარდა მოიცავს კრეატიულ ნამუშევარსაც. კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ 6-8 გვერდის მოცულობის პროზის ან პოეზიის ნიმუში ინგლისურ ენაზე. პროექტისა და საჭირო დოკუმენტაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ლინკზე. https://ge.usembassy.gov/education-culture/exchange-programs/iwp-between-the-lines/
#education
#writing
#usa
#summerprogram
Tbilisi
0