0
გამოცხადდა სტაჟირების პროგრამა აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ განყოფილებაში. ?? აღნიშნულ პოზიციაზე შეირჩევა რამდენიმე კანდიდატი. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს. აღნიშნული პროგრამის მიზანია სტუდენტებს მისცეს პრაქტიკული გამოცდილება საგარეო ურთიერთობების სფეროში და ამერიკულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა, რაც მათ მომავალ კარიერულ წინსვლაში დაეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ვაკანსია პროგრამა არაა ანაზღაურებადი და არც ბენეფიტებსა თუ სამომავლო დასაქმების ვალდებულებას მოიცავს, ეს მნიშვნელოვანი და ღირებული გამოცდილებაა ამ სფეროს სტუდენტებისა და ზოგადად, პოლიტიკითა და დიპლომატიით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, რომ: •კანდიდატი ირიცხებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ უმაღლეს სასწავლებელში; •ჰქონდეს კარგი აკადემიური მოსწრება; •საჭიროა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნაც გარემოში ინტეგრაციისა და ეფექტური კომუნიკაციისთვის. აღსანიშნავია, რომ ამერიკის საელჩოში ხშირად ცხადდება სტაჟირების პროგრამა სხვადასხვა დეპარტამენტში. შერჩეული კანდიდატები შეძლებენ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პარალელურად, კვირაში 20-30 საათი დაუთმონ საელჩოში საქმიანობას. კონკურსში მონაწილეობისთვის კანდიდატებმა ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში უნდა წარმოადგინონ საჭირო დოკუმენტაცია 2020 წლის 19 თებერვლის ჩათვლით. პროგრამისთვის საჭირო საბუთების შესახებ დამატებითი ინფორმაცია და მომავალში საელჩოს მიერ გამოცხადებული სტაჟირების პროგრამების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ლინკზე: https://ge.usembassy.gov/embassy/jobs/internship-opportunities/
#internship
#usa
#students
#politics
#news
Tbilisi
0