0
თბილისის მერია ელიავას ბაზრობის მოდერნიზებას გეგმავს. დედაქალაქის მერია ე.წ ელიავას ბაზრობის მოწესრიგებას იწყებს. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერიამ მოლაპარაკებები მფლობელებთან უკვე დაიწყო. მისი თქმით, მოხდება ადგილის მოდერნიზება და ელიავას ბაზრობა ფუნქციონირებას შესაბამისი სტანდარტებით გააგრძელებს. კალაძემ აღნიშნა, რომ მერიის წარმომადგენლები შეხვდნენ ელიავას ბაზრობის წარმომადგენლებსაც, მათთან საუბრის შემდეგ კი გადაწყდა, რომ ელიავას ბაზრობას სავაჭრო ზონის სტატუსი შეუნარჩუნდება, ბაზრობაზე დასაქმებულ ათასობით ადამიანს კი საქმიანობა არ შეეზღუდებათ. თუ რა სახით გააგრძელებს ელიავას ბაზრობა ფუნქციონირებას, ამას განაშენიანების რეგულაციის გეგმა დაადგენს. აღნიშნულ საკითხზე მუშაობა თბილისის მერმა ურბანულ სამსახურს დაავალა. , , ჩვენ გვქონდა და გვაქვს აქტიური კომუნიკაცია მესაკუთრეებთან და მათთან მიღწეული შეთანხმებით მუნიციპალიტეტი შეიმუშავებს განაშენიანების რეგულირების გეგმას, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულს მთლიან არეალში თვითონ მუნიციპალიტეტი დაუკვეთავს. მართალია, მისი განხორციელების ვადა რამდენიმე წელია, თუმცა მთავარია, დავიწყოთ, ” - აღნიშნავს კალაძე.
#თბილისი
#ელიავასბაზრობა
#კახაკალაძე
#კალაძე
#მოდერნიზაცია
#news
0