0
“სოლიდარობის ქსელი” ხელისუფლებას ფრონტერას საქმის პოლიტიზირებაში ადანაშაულებს „სახელმწიფო ერევა მშრომელების უფლებების დაცვაში, მაშინ, როდესაც ამ ადამიანების უფლებებს თავად არღვევს“ - ამის შესახებ დამოუკიდებელი პროფკავშირის „სოლიდარობის ქსელის“ წევრმა ზაზა ბარბაქაძემ განაცხადა. საუბარია სახელმწიფოს მხრიდან, კომპანია „ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლების საქმეში “გაერთიანებული პროფკავშირის” ჩართვაზე. სოლიდარობის ქსელში ეჭქვეშ აყენებენ აღნიშნული გაერთიანების ობიექტურობას და ამბობენ, რომ სახელმწიფო ფრონტერას საქმეს პოლიტიკური მიზნებისთვის იყყენებს და დაზარალებული მუშების უფლებებს არღვევს. მათივე თქმით, მთავრობა დაზარალებულ მუშებს დამოუკიდებელ პროფკავშირებთან და დეპუტატებთან ურთიერთობას უკრძალავს. „ადამიანებს არჩევანის უფლება არ აქვთ, თუ ვისთან ითანამშრომლონ. სახელმწიფომ ფრონტერას მუშებს ჩვენთან და ბექა ნაცვლიშვილთან ურთიერთობა აუკრძალა, ამის შემდეგ კი, მათი ნების საწინააღმდეგოდ “გაერთიანებულ პროფკავშირს” შეახვედრა“ - განაცხადა ზაზა ბარბაქაძემ. შეგახსენებთ, რომ კომპანია „ფრონტერას“ 92 თორმეტი ყოფილი თანამშრომელი ანაზღაურების გადაუხდელობაში ედავება. ისინი ამერიკული კომპანიისგან 14 თვის დავალიანების გადახდას ითხოვენ.
#ფრონტერა
#სოლიდარობის
#ქსელი
#გაერთიანებული
#პროფკავშირი
#თანამშრომლები
#მთავრობა
#დავა
#საქმე
#news
#politics
0