0
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარში, 2019 წლის იანვართან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 19%-ით გაიზარდა. 2019 წლის იანვარში 305 939 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2020 წლის იანვარში 363 614. ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, იანვარში 20%-ით გაიზარდა და ჯამში 633 201 ვიზიტორი შეადგინა. იანვარში ყველაზე მეტი, 124 534 ვიზიტორი აზერბაიჯანიდან შემოვიდა. მეორე ადგილზეა სომხეთი 91 580 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე რუსეთია 86 884 ვიზიტორით. ცხრილი: 10 ქვეყანა, საიდანაც იანვარში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია forbes.ge მიერ. https://forbes.ge/news/7706/ianvarSi-turistebis-raodenoba-gaizarda
#business
0