0
საბერძნეთს უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო შეჰყავს. ამ გადაწყვეტილებით საბერძნეთი აღიარებს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც აკმაყოფილებს სამართლის საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ წესებს, ასევე, იცავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს: არ ხდება დევნა, წამება, არაადამიანური მოპყრობა და დისკრიმინაციული ძალადობა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, საქართველოდან საბერძნეთში თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების განხილვა 30 დღის ვადაში მოხდება.
#საბერძნეთი
#საქართველო
#უსაფრთხოქვეყანა
#მეგობრობა
#news
0