0
საფრანგეთის საელჩო საქართველოში აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას “სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში 2020-21”. ?? აღნიშნული პროექტი ხორციელდება საფრანგეთის მთავრობის, განათლების საერთაშორისო ცენტრისა და კამპუს ფრანსის მიერ და ქართველ სტუდენტებსა და 30 წლამდე ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას საფრანგეთში მიიღონ მაგისტრატურის საფეხურის განათლება. აღსანიშნავია, რომ სტიპენდია ვრცელდება როგორც ფრანგულ, ისე ინგლისურენოვან პროგრამებზე სხვადასხვა მიმართულებით: არქიტექტურა, ინჟინერია, სამართალი, საჯარო მართვა, სოციალური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, განათლება, მენეჯმენტი, სოფლის მეურნეობა. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, რომ კანდიდატი •იყოს საქართველოს მოქალაქე; •იყოს ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ფლობდეს ბაკალავრის ხარისხს; •ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA მინიმუმ 3.0); •იყოს არაუმეტეს 30 წლისა; •ფლობდეს ფრანგულ (მინიმუმ DELF - B2, TCF – B2) ან ინგლისურ ენას (მინიმუმ TOEFL – 79, IELTS – 6, 5); •იყოს დაინტერესებული სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებით. კონკურსი მოიცავს რამდენიმე ეტაპს. პირველი ეტაპი გულისხმობს ელექტრონულ განაცხადსა და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენას. განაცხადის გაკეთება შესაძლებელია 2020 წლის 3 მარტის ჩათვლით. წარდგენილი დოკუმენტაციის საფძველზე შერჩეული აპლიკანტები შემდეგ ეტაპზე გაივლიან გასაუბრებას, რაც საბოლოოდ გამოვალენს გამარჯვებულებს. 2020-21 სასწავლო წლისთვის გაიცემა 15 სტიპენდია. შეგახსენებთ, რომ ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 3 მარტი. სტიპენდიის პროგრამის, დაფინანსების პირობების და მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდს. ლინკი: http://iec.gov.ge/პროგრამები/2020-2021-სასწავლო-წელი/france-program
#france
#education
#students
Tbilisi
0